XXI საუკუნის გუნდი: გაიცანით, უეფას საუკუნის ნაკრები

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურ საიტზე გრძელდება ფანების მიერ 2015 წლის ნაკრების შერჩევა. ამან საიტის ადმინისტრაციას იდეა გაუჩინა: გასული წლების მონაცემების მიხედვით, მათ შეადგინეს უეფას ოფიციალური საიტის მკითხველთა ყველა დროის საუკეთესო ნაკრები, რომელშიც 18 კაცია - 11 სასტარტო და 7 სათადარიგო ფეხბურთელი.

მაშ ასე - სიმბოლური ნაკრები ასეთია: იკერ კასილიასი - სერხიო რამოსი, ალესანდრო ნესტა, კარლეს პუიოლი, ფილიპ ლამი - სტივენ ჯერარდი, ჩავი, ანდრეს ინიესტა - კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ტიერი ანრი.

სათადარიგოები: ჯანლუიჯი ბუფონი, ჯონ ტერი, პაველ ნედვედი, რონალდინიო, კაკა, ზინედინ ზიდანი,
ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მართალია, საიტი ამ ნაკრებს ყველა დროის ნაკრებს უწოდებს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გამოკითხვები მხოლოდ 21-ე საუკუნეში დაიწყო და ძველი ფეხბურთელები (პელე, დიეგო მარადონა, იოჰან კრუიფი და სხვები) ბუნებრივია, დაიჩაგრნენ. ასე რომ, უპრიანი იქნება, ამ ნაკრებს საუკუნის ნაკრები ეწოდოს.

მეკარე
იკერ კასილიასი (2007, 08, 09, 10, 11, 12)
ესპანეთი
ესპანეთის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ევრო 2008, ევრო 2012 და 2010 წლის მუნდიალი მოიგო, 6-ჯერ მოხვდა უეფას საიტის წლის საუკეთესო გუნდში.

მცველები
კარლეს პუიოლი (2002, 05, 06, 08, 09, 10)
ესპანეთი
2005 წლიდან დიდებულ ფორმაში იყო. "ბარსასთან" ერთად 2006, 2009 და 2011 წლებში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, იყო ესპანეთის ნაკრების დაცვის ბურჯი, მასთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2008 წელს და 2010 წლის მუნდიალი.

ფილიპ ლამი (2006, 08, 12, 13, 14)
გერმანია
ბოლო დეკადაში იშვიათად გვეგულება ასეთი სტაბილურად კარგი მცველი. ბოლო სამი წლის განმავლობაში ლამი აუცილებლად ხვდებოდა უეფას საიტის წლის სიმბოლურ გუნდებში. ის ათჯერ იყო ნომინირებული წლის გუნდში მოხვედრაზე და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა კრიშტიანო რონალდოს შემდეგ.

სერხიო რამოსი (2008, 12, 13, 14)
ესპანეთი
კიდევ ერთი მცველი, რომელიც ბოლო სამი წლის ნაკრებში მოხვდა. მანამდე კი კიდევ ერთხელ მოხვდა სიმბოლურში, როცა ესპანეთის ნაკრებს ევრო 2008-ის მოგებაში დაეხმარა.

ალესანდრო ნესტა (2002, 03, 04, 07)
იტალია
ნომინირებული იყო სულ პირველი გამოკითხვისას 2001 წელს, მაგრამ ვერ მოხვდა, თუმცა შემდეგ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წლის გუნდის წევრი იყო. 2007 წელს კიდევ ერთხელ ჰქონდა ტრიუმფი, როცა "მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ნახევარმცველები
ჩავი (2008, 09, 10, 11, 12)
ესპანეთი
2005 წელს იყო კანდიდატთა შორის, მაგრამ ნაკრებში ვერ მოხვდა. შემდეგ, 2008 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ ხუთი წელიწადი გუნდის უცვლელი წევრი იყო.

ანდრეს ინიესტა (2009, 10, 11, 12)
ესპანეთი
როგორც ჩავი, როგორც კი ნაკრებში მოხვდა, მისი იქიდან ამოგდება ძალზე რთული გამოდგა. ინიესტას შემთხვევაში, ყველაფერი 2009 წელს დაიწყო და 2013 წლამდე გაგრძელდა.

სტივენ ჯერარდი (2005, 06, 07)
ინგლისი
ჯერარდი 2004-09 წლებში ზედიზედ 6-ჯერ იყო ნომინანტი, აქედან ზედიზედ სამჯერ მოხვდა კიდეც შემადგენლობაში.

ფორვარდები
კრიშტიანო რონალდო (2004, 07, 08, 09, 10, 11, 12, 13, 14)
პორტუგალია
აბსოლუტური რეკორდსმენი - წლის გუნდში 11-ჯერ იყო ნომინირებული და 9-ჯერ მოხვდა!

ლიონელ მესი (2008, 09, 10, 11, 12, 14)
არგენტინა
2008 წლიდან მხოლოდ ერთხელ ვერ მოხვდა წლის გუნდში, ეს იყო 2013 წელს.

ტიერი ანრი (2001, 02, 03, 04, 06)
საფრანგეთი
პირველი ექვსი გამოკითხვის უცვლელი ნომინანტი, მხოლოდ 2005 წელს ვერ მოხვდა გუნდში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
თუ აქ ვინმე არ იმსახურებს ადგილს ეს რამოსია. იმიტომ რო ეს ადამიანების გუნდია და არა ცხოველების.
დავითი
18:39 12-05-2020
0
გიგას - არაა ხო საუკეთესო? და ფიგუ რო ყოფილიყო დაიხატებოდნენ? აბა რომელია საუკეთესო დაწერე და ეს სასტავი თავზე გადაახევდა ბურთს. ზიდანს ჟერარდის ადგილზე დავაყენებდი და ეგ სამი ნახევარმცველი ბურთს ისე გააქრობდა კოპერფილდი საკუთარ თავს შეაგინებდა. ეგრე რო ჩამოუყვეთ პირლოც უნდა იყოს ლამპარდიც და ბევრი კიდე. ზლატანს რონალდოთი მეც ჩავანაცვლებდი მარა ყველას თავისი გემოვნება აქ და ვინ ჩემი ფეხები ხართ რო ამ შემადგენლობას ეჭვ ქვეშ აყენებთ. გადაივსო საქართველო ამდენი პროფესორით მარა ქვეყანას არაფერი ეშველა
coco
19:37 27-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული