"ოქროს ბურთის" მიღების კანდიდატები არიან: ლიონელ მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი) და ნეიმარი (ბარსელონა).
დაჯილდოების ცერემონია ჩვენი დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს. გარდა "ოქროს ბურთის" მფლობელისა, გამოვლინდებიან ასევე წლის საუკეთესო მწვრთნელი, სიმბოლური ნაკრები, საუკეთესო გოლის ავტორი და საუკეთესო ფეხბურთელი ქალი.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში მონაწილეობას ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.