იტალიამ "ოქროს ბურთის" გამოკითხვას ბოიკოტი გამოუცხადა

AutoSharing Option
11 იანვარს ციურიხში 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს. მთავარი პრიზი - "ოქროს ბურთი" აგერ, უკვე მეხუთედ არგენტინელმა ლიონელ მესიმ დაიმსახურა. მეორეზე კრიშტიანო რონალდო გავიდა, მესამეზე - ნეიმარი.
ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმებში ვერ ნახავთ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს და "სკუადრა აძურას" კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის რჩეულებს.

მათ პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან ჯიჯი ბუფონი წლის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტადაც არ შეიყვანეს. არადა, სიაში 23 ფეხბურთელი მოხვდა.

შედეგად, მხოლოდ
ერთმა იტალიელმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა - ჟურნალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული