შეიხი სალმანი რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩამორთმევით ემუქრება

AutoSharing Option
26 თებერვალს ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებია და, რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, მით უფრო აქტუალური ხდება საარჩევნო კამპანია და პრეზიდენტობის კანდიდატთა მიზნები თუ დაპირებები.

ბუკმეკერთა ვარაუდით, ფიფა-ს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი აზიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი შეიხი სალმანია.

მოგეხსენებათ, მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა 8 წლით აეკრძალა და შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩებნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რამაც ფავორიტად სწორედ სალმანი აქცია.

შეიხმა ერთი ისეთი განცხადება გააკეთა, რომლითაც მთელი საფეხბურთო მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მისი თქმით, თუ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, აუცილებლად ჩაუღრმავდება და გამოიძიებს, თუ რამდენად
კანონიერად გადაეცათ რუსეთს და ყატარს მუნდიალების მასპინძლობის უფლება.

შეგახსენებთ, 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს, ხოლო 4 წლის შემდეგ კი სწორედ ყატარში. შეიხ სალმანის თქმით, თუ მუნდიალის მასპინძლობა აღნიშნულმა ქვეყნებმა უსამართლოთ მოიპოვეს, ეს უფლება მათ ჩამოერთმევათ და მსოფლიოს ჩემპიონატები სხვა ქვეყნებში გაიმართება.

როდესაც ფიფა-ს პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, რომ ამას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვება. ამ საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსირა ფიფა-ს პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ფრანგმა ჟერომ შამპანმა და განაცხადა, რომ რუსეთში მუნდიალის ჩატარების საკითხი არ უნდა გადაიხედოს, რადგან სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია და დიდძალი თანხები დაიხარჯა.

მოკლედ, პრეზიდენტობის კანდიდატთა აზრები გაიყო, სხვების პოზია კი ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში შეიხი სალმანის და ჟერომ შამპანის გარდა, კიდევ სამი კანდიდატია:

უეფას გენერალური დირექტორი ჯანი ინფანტინო, ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ალი ბინ ალ-ჰუსეინი და სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი, თავის დროზე ნელსონ მანდელას თანამებრძოლი და თავის ქვეყანაში ეროვნულ გმირად აღიარებული ტოკიო სეკსვალე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩამოვლენ გრუ-შნიკები, ....დაგიდებენ ბოჩკუ ს პოროხომ, დროზე ადრე შეგახვედრებენ წინაპრებს და მერე იქ მოუყევი ეგ შენი ბრძნული აზრები ...
giorgi
15:31 13-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული