ვალკე კორუფციაშია ეჭვმიტანილი.
ვალკეს გათავისუფლების გადაწყვეტილება 9 იანვარს მიიღეს. ფიფას გენერალური მდივნის მოვალეობას მარკუს კატნერი გააგრძელებს.
ადრე ცნობილი გახდა, რომ ვალკემ რამდენჯერმე დაარღვია ფიფას ეთიკის კოდექსი.
ვალკე თავდაპირველად ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთეს, შემდეგ 45 დღით. 7 იანვარს კი ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ ვალკეს წინააღმდეგ საქმე აღძრა.