მადეირისა და მთელი პორტუგალიის სირცხვილი - რონალდოს ძეგლი სამშობლოში შეურაცხყვეს

AutoSharing Option
2014 წლის დეკემბერში კუნძულ მადეირაზე, კერძოდ კი, დედაქალაქ ფუნშალში კრიშტიანო რონალდოს ძეგლი დაუდგეს. 11 იანვრის "ოქროს ბურთის" ცერემონიალის შემდგომ კი, რომელზეც ეს პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთხელ გადაეცა არგენტინელ ლიონელ მესის, რონალდოს მშობლიურ მხარეშიც გამოჩნდნენ ისეთები, ვინც მისი გაქილიკება გადაწყვიტა - მათ ძეგლი შეღებეს, ზურგზე 10 ნომერი და "მესი" დააწერეს.

30 წლის პორტუგალიელის დამ, კატია ავეირომ ამ, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელის ჩამდენ ადამიანებს "ველურები" და "ვანდალები" უწოდა, ხოლო ფაქტს - მადეირასა და მთელი პორტუგალიის სირცხვილი. კრიშტიანო კი შესანიშნავი პიროვნება და
ნამდვილი მებრძოლიაო, ესეც დაამატა:

"თავად ეს მოვლენა სამარცხვინოა, მაგრამ უფრო გულს ის მტკენს, თუ როგორი იმიჯი შეუქმნეს კრიშტიანოს და მცდარი წარმოდგენა აქვს ზოგს მასზე. როგორც რიგითი პორტუგალიელისთვის, ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, მრცხვენია. მათ, ვინც ეს ვანდალიზმი ჩაიდინა და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ლამაზი კუნძული ცოტა ხნის წინათ მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა და ეს მხოლოდ იმ ლამაზი ბუნებისა და სითბოს გამო არ მომხდარა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს იმ დიდი ფიგურის დამსახურებაცაა, რომელიც მადეირადან გახლავთ და მთელი მსოფლიო იცნობს" - თქვა გულდაწყვეტილმა კატიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხმა გააფრინა ყველგან.... ეს რაღაც საშინელების მომასწავებელია! ყველგან ფსიქოზის ნიშნებია.
მარინა
15:45 14-01-2016
0
მამაძაღლი კატალონიელი სეპარატისტები იყვნენ ამის ჩამდენი,ორივე დამნაშავე დააპატიმრა უკვე პოლიცმეისტერმა ნიქანდრო ქილიამ,ეგერ ყრიან გაუბახტში ნარებზე.ასეა ეს.
data tutasxia
15:34 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული