როგორც "ოქროს ბურთი" - მესიმ ყველაზე მეტი მაისურა გაყიდა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანო რონალდომ 2015 წელს ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ტოპ-ლიგებში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის, "ოქროს ბურთი" წილად ლეო მესის ხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი "მიმდევარი" ჰყავს ფეხბურთელებში, ყველაზე მეტი მაისურა მაინც ლეო მესიმ "გაყიდა"...

ახლახან საიტმა World Soccer Shop-მა, რომელიც სპორტული ეკიპირების ონლაინ-გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, გამოაქვეყნა 2015 წლის გაყიდვების შედეგები. ყველაზე საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელის წარწერიანი მაისურა გაიყიდა ყველაზე მეტი პლანეტის მასშტაბით.

ფეხბურთელთა სამეული ზუსტად ისეთია, როგორც "ოქროს ბურთის" ფინალისტთა - ლიონელ მესი, კრიშტიანო
რონალდო და ნეიმარი. მეტიც, ადგილებიც ანალოგიურად გადანაწილდა - არგენტინელი პირველია, პორტუგალიელი - მეორე და ბრაზილიელი - მხოლოდ მესამე.

ამ შემთხვევაშიც, მესი და რონალდო სხვებთან შედარებით ძალიან წინ არიან, მათი მაისურების გაყიდვებით "ბარსელონასა" და "რეალს" მნიშვნელოვანი შემოსავლები აქვთ. სიტყვაზე, რონალდომ დიდი ხანია, რაც მხოლოდ მაისურების გაყიდვით "ამოიღო" მასში გადახდილი 100-მდე მილიონი ევრო.

ათეულში კიდევ არიან: 4. ედენ აზარი (ჩელსი), 5. ალექსის სანჩესი (არსენალი), 6. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), 7. სტივენ ჯერარდი (ლივერპული), 8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი), 9. უეინ რუნი (მანჩესტერი), 10. მესუთ იოზილი (არსენალი).

როგორც ხედავთ, ათეულში "ბარსელონასა" და "ჩელსის" 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ. ორი ლიდერისა და იბრაჰიმოვიჩის გარდა კი, ათეულში ყველა ინგლისში მოთამაშე ფეხბურთელია (ჯერარდის შემთხვევაში, დიდი წილი სწორედ "ლივერპულის" მაისურებზე მოდის). სულ ცოტა დააკლდა ათეულამდე ლუის სუარესს (მე-11 ადგილი).

ყველაზე მოულოდნელი კი მემფის დეპაის მაღალი ადგილია - მისი მაისურები მსოფლიოში მე-14 ადგილზეა გაყიდვების რაოდენობით. კომპანიამ 15 მოწინავის სია შემოგვთავაზა, მათ შორის კი ვერ ვხედავთ რონალდოს პარტნიორებს შეტევაში გარეთ ბეილსა და ქარიმ ბენზემას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული