ადრიანომ კარიერა განაახლა

AutoSharing Option
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადრიანო საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა.

33 წლის ბრაზილიელი, რომელიც მოედანზე 2014 წლის აპრილიდან არ გამოჩენილა, ამერიკულ "მაიამი იუნაიტედთან" გააფორმა კონტრაქტი, რომელიც რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს.

პრეზიდენტის განცხადებით, კლუბთან კონტრაქტის გაფორმების გამო ადრიანომ 10 კილო დაიკლო.

თავისი კარიერის მანძილზე ბრაზილიელი ფეხბურთელი "ფლამენგოს", "სან პაულუს", "კორინთიანსის", "ატლეტიკო პარანაენსეს", მილანის "ინტერის", "ფიორენტინას", "პარმას" და "რომას" ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული