კრიშტიანო რონალდოს 9 ქალი [PHOTO]

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო არა მხოლოდ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, არამედ ყველაზე სასურველი სასიძოცაა. გასაკვირი არ არის, რომ პრესა ყოველ თვე წერს მორიგ ლამაზმანზე, რომელმაც თითქოს "რეალის" ფეხბურთელის გული დაიპყრო.

სულ ცოტა ხნის წინათ გაჩნდა ინფორმაცია კრიშტიანოს რომანზე კოლუმბიელ მოდელთან, ნატალი რინკონთან. გადავწყვიტეთ, რონალდოს ყველაზე გამორჩეული შეყვარებულების სია შეგვედგინა.

კარინა ფერო
2004 წელს, კრიშტიანოს "სპორტინგიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, პორტუგალიელმა რომანი გააჩაღა კაბოვერდელ მოდელთან, კარინა ფეროსთან. მას რონალდოს პირველ "ოფიციალურ" შეყვარებულს უწოდებენ, რადგან წყვილი არ ერიდებოდა პუბლიკასთან გრძნობების გამოხატვას.

კარინა ფეხბურთელის ოჯახთან
ერთად ევრო 2004-ის მატჩებსაც კი ესწრებოდა. მათი ურთიერთობა ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა, მთელი ინგლისი კი ახალგაზრდების ნიშნობას ელოდა.

Sportall.Ge

ჯემა ატკინსონი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავმა ბრიტანელი მსახიობი 2007 წელს გაიცნო. წყვილს ხშირად ხედავდნენ სხვადასხვა კურორტზე. საინტერესოა, რომ მათ ურთიერთობა ქალის ინიციატივით გაწყვიტეს. დაშორების მიზეზი კი გახდა კრიშტიანოს კავშირი მეძავებთან.

სხვათა შორის, ბრიტანულმა პრესამ ეს ინფორმაცია არაერთხელ დაადასტურა. ჟურნალისტები ირწმუნებოდნენ, რომ კრიშტიანო ახალგაზრდობაში ხშირად სარგებლობდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალების სამსახურით.

Sportall.Ge

ნერეიდა გალიარდო
2008 წელს, კრიშტიანო რონალდომ დაიწყო შეხვედრა ესპანელ მოდელთან, ნერეიდა გალიარდოსთან. მათ ერთად მთელი რვა თვე გაატარეს და ბოლოს დაშორდნენ. გოგონამ ფეხბურთელი დაახასიათა, როგორც მხდალი და საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი. შემდეგ კი საერთოდ აღიარა, მათი ურთიერთობა მხოლოდ ვიდეოთამაშებითა და სექსით შემოიფარგლებოდა.

Sportall.Ge

მერჩე რომერო
ფეროსთან დაშორების შემდეგ "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელის ცხოვრებაში გამოჩნდა ტელევარსკვლავი მერჩე რომერო. ამ რომანით რონალდომ აშკარად შოკში ჩააგდო თავისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები, რადგან მისი შეყვარებული ფეხბურთელზე 10 წლით უფროსი იყო.

წყვილი ოფიციალურად არ აღიარებდა თავის ურთიერთობას, თუმცა ფოტოგრაფები რეგულარულად აქვეყნებდნენ მათი რომანის დამამტკიცებელ ფაქტებს. 2006 წლის მიწურულს, კრიშტიანომ ჩათვალა, რომ მისი ურთიერთობა მერჩესთან დასასრულს მიუახლოვდა.

Sportall.Ge

პერის ჰილტონი
ეს ადამიანები, უბრალოდ, არ შეიძლებოდა ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. სკანდალურმა პერის ჰილტონმა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ერთმანეთი ერთ-ერთ ღამის კლუბში გაიცნეს, თანაც იმდენად ახლოს, რომ ღამე ერთად გაატარეს კრიშტიანოს სასტუმრო ნომერში. ამის შემდეგ პერისმა რონალდოს "იდეალური მამაკაცი" უწოდა. მაგრამ ირინა შეიკის გამოჩენისთანავე, "რეალის" ფეხბურთელმა ამერიკელი მიატოვა.

Sportall.Ge

ლუსიანა აბრეუ
ჯემა ატიკონსონთან დაშორებამ არც ისე კარგად იმოქმედა ფეხბურთელზე. როგორც იტყვიან, რონალდომ აიშვა და მუდმივად ხვდებოდა ყვითელი პრესის სკანდალურ პუბლიკაციებში. აბრეუსთან რომანი შეიძლებოდა კრიშტიანოსთვის გარდამტეხი მომენტი გამხდარიყო.

გოგონას ეფექტურმა გარეგნობამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს - ღრმად მორწმუნე და მოკრძალებულია. შესაძლოა, ამან გადაუსვა ხაზი ხანმოკლე რომანს, რადგან რონალდო აგრძელებდა სხვადასხვა სკანდალით თავისი ცხოვრების გამდიდრებას.

Sportall.Ge

ალესანდრა ამბროსიო
ბოლო დროს კრიშტიანოს ხშირად ხედავენ Victoria's Secret-ის ბრაზილიელ მოდელთან, ალესანდრა ამბროსიოსთან. ოფიციალურად, წყვილს აკავშირებს თანამშრომლობა გამოცემა GQ-სთან.

ამ ჟურნალისთვის ფეხბურთელმა და მოდელმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღეს მონაწილეობა. გასაკვირი არ არის, რომ პრესამ მაშინვე დაწერა რონალდოს ახალი რომანის შესახებ და ეს იმის მიუხედავად, რომ ბრაზილიელი უკვე შვიდი წელია ცხოვრობს ბიზნესმენ ჯეიმი მაზურთან.

Sportall.Ge

ირინა შეიკი
რუსულ ემანჟელინსკში დაბადებულმა ირინა შაიჰლისლამოვამ შეძლო 2010 წელს ვარსკვლავური ფეხბურთელის მოხიბვლა. ჯერჯერობით, ეს არის ერთადერთი გოგონა, რომელთან ურთიერთობასაც რონალდო არასოდეს მალავდა და არ უარყოფდა. სწორედ შეიკთან რომანის პერიოდში, რონალდოს შეეძინა ვაჟი სუროგატი დედისგან.

ყველასთვის მოულოდნელად, 2015 წლის იანვარში წყვილმა დაშორების შესახებ გამოაცხადა. ამბობენ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო რონალდოს დედა, რომელიც ვერ შეეწყო ვაჟის შეყვარებულს. თავად ირინას თქმით, კრიშტიანო არ ჰგავდა ნამდვილ მამაკაცს, რომლის გვერდზე თავს უსაფრთხოდ იგრძნობ.

მაია დარვინგი
გასული წლის დეკემბერში ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კრიშტიანო ახალგაზრდა დანიელი მოდელის, მაია დარვინგის ქსელში გაება. 19 წლის გოგონა დაესწრო ჩემპიონთა ლიგაზე "მალმიოსა" და "რეალის" შეხვედრას, ფეხბურთელი სოციალური ქსელით გაიცნო.

წყვილმა დასვენებაც კი მოასწრო პანტანო-დე-სან-ხუანის ტბასთან მდიდრულ ვილაზე. სხვათა შორის, კრიშტიანოს ახალ გატაცებაზე ინფორმაცია დაადასტურეს როგორც სკანდინავიაში, ასევე ფეხბურთელის სამშობლოში.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ინგა გრიგოლია და მაია ასათიანი.. რათომ გამოგრჩათ...
12-21
19:47 11-02-2016
0
ბადრ ხარი სად არის, მაროკოელი კიკ მოკრივე, რომელთანაც რონალდუ აკრძალვის მიუხედავად ყოველ დასვენებაზე დაფრინავს, ევროსპორტზე სურათიც დევს, როგორ უჭირავს რონალდუ ხელში ბასეინთან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული