მსოფლიოში გამოკითხული 10 გულშემატკივრიდან 7 ფიფას უნდობლობას უცხადებს

AutoSharing Option
კომპანია Football Addicts-მა გამოკითხვა გულშემატკივართა შორის მთელ მსოფლიოში ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ფიფას პლანეტის მოსახლეობის უმეტესობა არ ენდობა.

გამოკითხულთა 70%-მა თქვა, რომ არ ენდობა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას. ფიფას განსაკუთრებით არ სწყალობენ ჩილეში, არტენტინაში, ირლანდიაში, სამხრეთ კორეასა და ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში კი ამ მაჩვენებელმა სულაც 76%-ს მიაღწია.

ფიფას მიმართ, გასაგები მიზეზების გამო, შედარებით დადებითად არიან განწყობილნი რუსეთში, ყატარში, სამხრეთ აფრიკასა და იაპონიაში.

საგულისხმოა, რომ ყოველი მეორე გამოკითხულის აზრით, ფიფა, რომლის ახალ ხელმძღვანელს 26 თებერვალს აირჩევენ, უკვე ვეღარასდროს აღიდგენს თავის შელახულ
ავტორიტეტს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული