ციურიხში, ფიფას საგანგებო კონგრესზე, სადაც ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი დღეს უნდა აირჩიონ, 62 წლის სამხრეთაფრიკელმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ხსნის კანდიდატურას და დასძინა: "ახლა ეს თქვენი პრობლემებია".
შესაბამისად, ფიფას პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლას 4 კანდიდატი აგრძელებს: იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი შეიხი სალმან ბინ იბრაჰიმ ალ-ჰალიფა, ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ჟერომ შამპანი და უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით