ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებს.
* ახლო მომავალში შესაძლებელი იქნება მე-4 ცვლილების განხორციელება, იმ შემთხვევაში, თუ თამაში ოვერტაიმში გადავა. ამასთან, ჯერ უცნობია, იმოქმედებს თუ არა ეს წესი, თუკი გუნდები ძირითად 90 წუთში არც ერთ ცვლილებას არ განახორციელებენ.
* მსაჯებს მიეცემათ უფლება, ფეხბურთელები ჩხუბისთვის მატჩის დაწყებამდეც გააძევონ.
* მატჩის (ტაიმის) დაწყებისას, ამიერიდან, ბურთის შეყვანა თამაშში ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება.
* ზემოთ მოყვანილი ყველა ცვლილება სატესტო რეჟიმში ამოქმედდება 1-ლი ივნისიდან და მათ სატესტო რეჟიმში გამოიყენებენ ევრო 2016-ზე და კოპა ამერიკაზე.
* ფიფამ დაამტკიცა ვიდეოგამეორებების სისტემა. ეს სისტემა მსაჯებს 2017/18 წლების სეზონიდან დაეხმარება.
* ვიდეოგამეორებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში (როცა საკამათოა): გოლი, გაძევება, პენალტის დანიშვნა და მსაჯის მიერ ფეხბურთელის იდენტიფიკაციის შეცდომის შემთხვევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"