ჰოლანდია-საფრანგეთი 2:3 - ვერც ფეხით, ვერც ხელით [VIDEO]

AutoSharing Option
25 მარტს, ევროპაში რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა.

განსაკუთრებულ ინტერესს ამსტერდამში ჩატარებული შეხვედრა იწვევდა, რომელშიც ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ანგარიში მე-6 წუთზე ფრანგებმა, ანტუან გრიზმანის მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლით გახსნეს. მე-13 წუთზე სტუმართა უპირატესობა ორბურთიანი გახდა - კუთხურის შემდეგ, ოლივიე ჟირუმ ბლეზ მატიუდის პასით ისარგებლა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობის შემცირება "სტანდარტის" შემდეგ ლუკ დე იონგმა (47) შეძლო, რომლის ხელით აშკარა თამაში მსაჯებმა ვერ შენიშნეს.

86-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება უკვე იბრაჰიმ აფელაიმ
მოახერხა, მაგრამ დარჩენილ დროში ფრანგებმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მაინც შეძლეს - თავი მატიუდიმ 88-ე წუთზე გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ "ამსტერდამ არენაზე" პატივი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის იოჰან კრუიფის ხსოვნას მიაგეს, რომელიც ახლახან, 69 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.

* * *
რაც შეეხება 25 მარტს გამართულ სხვა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრები შინ ბულგარეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

საგულისხმოა, რომ მადრიდის "რეალის" ვარსკლავს გათანაბრების შანსი 66-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა 11-მეტრიანიდან მისი უძლიერესი დარტყმული ვლადისლავ სტოიანოვმა ნახტომში მოიგერია, დამატება კი კრიშტიანოს ბულგარელთა მცველმა აღარ აცალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

1:0 დაფიქსირდა, ოღონდ მასპინძელთა სასარგებლოდ ირლანდია-შვეიცარიის შეხვედრაშიც. უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს სომხეთი-ბელორუსი და სლოვაკეთი-ლატვია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხელით თამაში კი მაგრამ კოსიელნის რომ ხელი არ ეკრა უკნიდან თავით გაიტანდა დე იონგი?!ასე რომ ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო არბიტრმა!!
zaza
19:44 26-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული