განსაკუთრებულ ინტერესს ამსტერდამში ჩატარებული შეხვედრა იწვევდა, რომელშიც ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
ანგარიში მე-6 წუთზე ფრანგებმა, ანტუან გრიზმანის მიერ საჯარიმოდან გატანილი გოლით გახსნეს. მე-13 წუთზე სტუმართა უპირატესობა ორბურთიანი გახდა - კუთხურის შემდეგ, ოლივიე ჟირუმ ბლეზ მატიუდის პასით ისარგებლა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სხვაობის შემცირება "სტანდარტის" შემდეგ ლუკ დე იონგმა (47) შეძლო, რომლის ხელით აშკარა თამაში მსაჯებმა ვერ შენიშნეს.
86-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება უკვე იბრაჰიმ აფელაიმ
აღსანიშნავია, რომ "ამსტერდამ არენაზე" პატივი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის იოჰან კრუიფის ხსოვნას მიაგეს, რომელიც ახლახან, 69 წლის ასაკში, ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა.
* * *
რაც შეეხება 25 მარტს გამართულ სხვა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს, კრიშტიანო რონალდოს პორტუგალიის ნაკრები შინ ბულგარეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საგულისხმოა, რომ მადრიდის "რეალის" ვარსკლავს გათანაბრების შანსი 66-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა 11-მეტრიანიდან მისი უძლიერესი დარტყმული ვლადისლავ სტოიანოვმა ნახტომში მოიგერია, დამატება კი კრიშტიანოს ბულგარელთა მცველმა აღარ აცალა.
1:0 დაფიქსირდა, ოღონდ მასპინძელთა სასარგებლოდ ირლანდია-შვეიცარიის შეხვედრაშიც. უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს სომხეთი-ბელორუსი და სლოვაკეთი-ლატვია.