რა სჭირს რონალდოს? კრიშტიანომ ზედიზედ მეორე პენალტი გააფუჭა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ნაკრების ვარსკლავმა კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ მეორე 11-მეტრიანი გააფუჭა, ბოლო ოთხიდან კი - სამი.

25 მარტს გამართულ ამხანაგურ მატჩში, პორტუგალიის ნაკრები შინ ბულგარეთთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, რაშიც ლომის წილი კრიშტიანოს მიუძღვის. "რეალის" ვარსკლავს გათანაბრების ბრწყინვალე შანსი 66-ე წუთზე ჰქონდა, თუმცა 11-მეტრიანიდან მისი უძლიერესი დარტყმული სტუმართა მეკარე ვლადისლავ სტოიანოვმა ნახტომში მოიგერია, დამატება კი კრიშტიანოს ბულგარელთა მცველმა აღარ აცალა.

კრიშტიანომ მანამდე პენალტები ლა ლიგაში, 21 თებერვალს "მალაგა"-"რეალის" (1:1), 20 მარტს კი "რეალი"-"სევილიას" (4:0) შეხვედრაში ვერ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
რეალი-სევილია 4:0
Sportall.Ge
იხილეთ ვიდეო
მალაგა-რეალი 1:1
Sportall.Ge

"ეს ერთერთი საუკეთესო მატჩია ჩემს კარიერაში, - თქვა თამაშის შემდეგ სტოაინოვმა. - თუმცა, საკუთარ თავს მატჩის გმირს ვერ ვუწოდებ. გმირი მთელი გუნდია. მართალია, ამხანაგური თამაში იყო, მაგრამ მაინც დიდ გამარჯვებას მივაღწიეთ.

თამაშის წინ ჩემს მეგობარს, მეკარე ივან ჩვოროვიჩს ველაპარაკე. მკითხა, თუ იცი, საით დაარტყამს რონალდო, თუკი პენალტი დაინიშნებაო. ვუპასუხე, რომ მარჯვენა კუთხეში".
მკითხველის კომენტარები / 10 /
მეტი რაღა უნდა ჭირდეს? კვერცხია
ოღონდაცა რაააააა
10:48 28-03-2016
0
პენალტის დარტყმა ან უნდა ისწავლონ რონალდუმ და მესიმ, ან სხვას დაუთმონ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული