უეფამ "დნიპროს" ევროთასებში მონაწილეობა ერთი წლით აუკრძალა

AutoSharing Option
უეფამ დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ევროთასებში მონაწილოება ერთი წლით აუკრძალა. ამის მიზეზი უკრაინული კლუბის დავალიანებაა ყოფილი მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მიმართ.

გადაწყვეტილება "დნიპროს" შესახებ კლუბების საფინანსო საკითხებში უეფას საარბიტრაჟო პალატამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ "დნიპრო" გასული სეზონის ევროპის ლიგის ფინალისტია. იმ დროს უკრაინულ გუნდში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თამაშობდა, ამჟამად კი მის ღირსებას სანდრო კობახიძე იცავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული