ამასთან, თუკი განაცხადი გაიმარჯვებს, შესაძლოა ევროპირველობის რამდენიმე მატჩი ფარერის კუნძულებსა და ისლანდიაშიც ჩატარდეს.
"ჩრდილოეთის ქვეყნებს აქვთ საერთო ფასეულობები და სურთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპს ერთად უმასპინძლონ. გვსურს, ჩავატაროთ ისეთი მატჩები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება როგორც ეკონომიკურ, ისე ეკოლოგიურ სტანდარტებთან. პირველობის მასპინძლის არჩევნები 2018 წელს გაიმართება, მაგრამ ჩვენ უკვე დღეიდან ვაპირებთ თადარიგის დაჭერას", - ნათქვამია ქვეყნის წარმომადგენელთა განცხადებაში.