ყველაზე მეტი 2015 წელს ლიონელ მესიმ გამოიმუშავა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ 2015 წელს 74 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა ფეხბურთელთა შორის.

"ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, ლეომ წინა წელთან შედარებით 9 მილიონი ევროთი მეტი გამოიმუშავა. მართალია, კრიშტიანო რონალდო მიუახლოვდა მას, მაგრამ პორტუგალიელი კვლავ მეორე ადგილზეა.

რონალდომ 67,4 მილიონი ევრო იშოვა 2015 წელს (+13 წინა წელთან შედარებით). მესამე ადგილზე კვლავაც ნეიმარია - 43,5 მილიონი ევრო.

მწვრთნელებს შორის შემოსავლებით ყველას ჟოზე მოურინიომ აჯობა - 24 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ შემოსავლებში შედის ხელფასები, ბონუსები გადასახადების გადახდამდე,
აგრეთვე, სარეკლამო შემოსავლები.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული