ფაბიო კანავარო "ლიდსის" მთავარ მწვრთნელად?

AutoSharing Option
იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და ოქროს ბურთის მფლობელმა ფაბიო კანავარომ, შესაძლოა, ინგლისური "ლიდსი" გაწვრთნას.

როგორც Football Italia იტყობინება, 42 წლის იტალიელი "ლიდსის" საშინაო მატჩს (3:2) დაესწრო "რედინგთან" და კლუბის პრეზიდენტ მასიმო ჩელინოსთან მოლაპარაკებები გამართა, რომელმაც 2 წლის მანძილზე 6 მწვრთნელი გამოცვალა.

სამწვრთნელო კარიერის მანძილზე, კანავაროს "ალ-ახლი", "გუანჯოუ ევერგრანდი" და "ალ-ნასრა" გაუწვრთნია.

42 ტურის შემდეგ "ლიდსი" ინგლისის მეორე დივიზიონში მე-12 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული