გერმანიას იტალია შეეყარა

AutoSharing Option

ჩვენი ჯგუფიდან მარტო ისრაელმა წააგო


დღის მთავარი მატჩი უდავოდ გერმანიისა და იტალიის დაპირისპირება იყო, რომელიც დორტმუნდში გაიმართა. ბუნდესგუნდმა ისევ ვერ შეძლო „სკუადრა აძურას“ დამარცხება - იოახიმ ლიოვის შეგირდები მირო კლოზეს გოლით იგებდნენ, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ჯუზეპე როსიმ გერმანელთა მცველების პოზიციური შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის შემდეგ გერმანული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ ფრანც ბეკენბაუერმა თქვა, იტალიელთა დამარცხებას ვერა და ვერ ვახერხებთ, დღესაც თითქოს ვაჯობეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ გავიმარჯვეთ, ვფიქრობ, ჩვენს გუნდს იტალიის კომპლექსი აწუხებსო. მართლაც: გერმანიამ იტალიის დამარცხება ბოლოს 16

(!) წლის წინ შეძლო (2:0, მაშინ ბუნდესნაკრებს ბერტი ფოგთსი წვრთნიდა).

ინგლისის ნაკრებმა კოპენჰაგენში დანიას თამაში შეუტრიალა - „ლივერპულის“ მცველის, დანიელ აგერის სწრაფმა გოლმა ფაბიო კაპელოს შეგირდები შოკში არ ჩააგდო. დარენ ბენტმა თეო უოლკოტის ბრწყინვალე პასით მალევე შეძლო წონასწორობის აღდგენა. გამარჯვების გოლი კი შეცვლაზე შესული ეშლი იანგის ანგარიშზეა, რომელმაც 68-ე წუთზე იხეირა.

უდიდეს ინტერესს იწვევდა „სტად დე ფრანსზე“ გამართული კლასიკური ჯახი საფრანგეთსა და ბრაზილიას შორის, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა (1:0). 1998 წლის მუნდიალის ფინალიდან 13 წლის შემდეგ, ბრაზილიელებმა ფრანგებზე რევანშის აღება ვერ შეძლეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში „სელესაოს“ „ლაციოს“ ფეხბურთელი ერნანესი ბენზემასთან გადამეტებული უხეშობის გამო გაუძევეს, რამაც ბრაზილიელთა მდგომარეობა საკმაოდ დაამძიმა. საფრანგეთს ბურთის ფლობის მხრივაც საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა და ზოგადად, ლორან ბლანის გუნდის გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია.

არგენტინა და პორტუგალია კი ერთმანეთის წინააღმდეგ ჟენევაში წარსდგნენ. შეხვედრა, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო გამოვიდა და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 90-ე წუთზე არგენტინელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ლეო მესიმ გოლად აქცია და მატჩის ბედი „ალბისელესტეს“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. მანამდე კი გოლები მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა, ანხელ დი მარიამ და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს.

საქართველოს ჯგუფის ფავორიტმა ხორვატიის ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში 4:2 დაამარცხა. ფაქტია, რომ სლავენ ბილიჩის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ისრაელის ნაკრები კი სერბეთთან 0:2 დამარცხდა. საბერძნეთმა კანადის დამარცხება (1:0) შეძლო, ლატვიამ კი ბოლივიას მოუგო 2:1. აი, ჯგუფის აუტსაიდერმა მალტამ კი სენსაცია მოახდინა - 0:0 შვეიცარიასთან.

 

ეგვიპტე-აშშ გადადო

მალაიზია-ჰონგკონგი 2:0

მოზამბიკი-ბოცვანა 1:1

მოლდოვა-ანდორა 2:1
გოლები: 0:1 ხოსე მანუელ აიალა (52), 1:1 პიკუშიაცი (66), 2:1 ბუგაიოვი (90-პენ)

სან მარინო-ლიხტენშტაინი 0:1
გოლი: 0:1 პოლვერინო (57)

ბელორუსი-ყაზახეთი 1:1
გოლები: 1:0 ვ. გლები (44-პენ), 1:1 ოსტაპენკო (88)

საბერძნეთი-კანადა 1:0
საბერძნეთი: სიფაკისი (46. ხალკიასი), მორასი, პაპასტატოპულოსი, ტოროსიდისი (46. ვინტრა), ცაველასი, კარაგუნისი (46. კაფესი), კაცურანისი, ნინისი, პეტფაციდისი, სალპინგიდისი (46. მიტროღლუ/69. გეორგიადისი), ლიმბეროპულოსი (61. პანაიოტის კონე)
გოლი: 1:0 პეტფაციდისი (63)

რუსეთი-ირანი 0:1
რუსეთი: აკინფეევი, შიშკინი (46. ანიუკოვი), ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი (46. ბილიალეტდინოვი), ზირიანოვი, დენისოვი, ტორბინსკი (46, მამაევი), ბისტროვი (46. პავლიუჩენკო), კერჟაკოვი (69. სემშოვი), არშავინი.
გოლი: 0:1 ხალათბარი (90)

ბოლივია-ლატვია 1:2
გოლები: 0:1 ვერპაკოვსკისი (3-პენ), 0:2 კაუნა (49-პენ), 1:2 ერსი (55-პენ)

მაკედონია-კამერუნი 0:1
გოლი: 0:1 ანდონგჩო (72)

ხორვატია-ჩეხეთი4:2
ხორვატია: რუნიე, შიმუნიჩი, ჩორლუკა (46. ლოვრენი), რაკიტიჩი, პრანიჩი (46. დუიმოვიჩი), კრანჩარი, ილიჩევიჩი (82. ვრსალიკო), ვუკოევიჩი (46. პეტრიჩი), სრნა, კალინიჩი (63. იელავიჩი), ედუარდო (46. შტრინიჩი).
ჩეხეთი: ჩეხი, პოსპეხი, კადლეცი (77. ლიმბერსკი), ჰიუბშმანი, ჰუბნიკი, პოლაკი (82. რაინოხი), პლაშილი (69. პუდილი), პეტრჟელა, სივოკი, როსიცკი (63. შტაინერი), რეზეკი (46. ნეციდი).
გოლები: 1:0 ედუარდო (10), 2:0 კალინიჩი (13), 2:1 სივოკი (20), 2:2 როსიცკი (45), 3:2 კალინიჩი (61), 4:2 ილიჩევიჩი (75)

აზერბაიჯანი-უნგრეთი 0:2
გოლები: 0:1 რუდოლფი (37), 0:2 ჰაინალი (82)

სენეგალი-გვინეა 4:0

სვაზილენდი-ზამბია 0:4

ლიბია-ბენინი 3:2

ისრაელი-სერბეთი 0:2
გოლები: 0:1 ტოშიჩი (23), 0:2 ტრივუნოვიჩი (77)

თურქეთი-ს. კორეა 0:0
თურქეთი: ვოლქანი, საბრი (78. ინჩედემირი), ჩეთინი, ბალჩი (46. გონული), ქოიბასი, ქესიმალი, ჰამით ალთინთოფი (59. თუნაი თორუნი), ემრე, ინანი, ექიჩი (59. ბურაქ ილმაზი), ბულუთი (46. კაზიმ რიჩარდსი).

ნიგერია-სიერა ლეონე 2:1
გოლები: 1:0 ტ. ტაივო (16-პენ), 2:0 ეკიგბო (45), 2:1 კაბია (89)

კვიპროსი-რუმინეთი 1:1 (პენ. 4:5)
გოლები: 0:1 ტორიე (55), 1:1 კონსტანტინუ (84)

შვედეთი-უკრაინა 1:1 (პენ. 4:5)
გოლები: 1:0 ელმანდერი (7), 1:1 დევიცი (20-პენ)

ს. აფრიკა-კენია 2:0
გოლები: 1:0 სომა (3), 2:0 პიენაარი (45)

ალბანეთი-სლოვენია 1:2
გოლები: 0:1 ნოვაკოვიჩი (24), 1:1 ბულკუ (62), 1:2 დედიჩი (90-პენ)

ბულგარეთი-ესტონეთი 2:2
გოლები: 0:1 კ. ვასილიევი (20-პენ), 1:1 პოპოვი (41-პენ), 1:2 კ. ვასილიევი (80), 2:2 პოპოვი (83-პენ)

ლუქსემბურგი-სლოვაკეთი 2:1
გოლები: 0:1 იენდრიშეკი (55), 1:1 მოტა (62), 2:1 მოტა (82)

დანია-ინგლისი 1:2
დანია: სორენსენი, აგერი, მატიას იორგენსენი (45. კიაერი), ს. პოულსენი (45. ვასი), იაკობსენი (60 ზილბერბაუერი), კ. პოულსენი, კვისტი (90. ვინგაარდი), კრონ-დელი (70 პედერსენი), რომედალი (81. ენევოლდსენი), ბენდტნერი, ერიკსენი.
ინგლისი: ჰარტი, გ. ჯონსონი, ტერი, დოუსონი (60. გ. კეჰილი), ე. კოული (81. ბეინესი), მილნერი, ლემპარდი (45. პარკერი), უილშერი (45. ბერი), უოლკოტი (68. დაუნინგი), რუნი (45. იანგი), ბენტი.
გოლები: 1:0 აგერი (8), 1:1 ბენტი (10), 1:2 იანგი (68)
გაფრთხილება: ვასი
მაყურებელი: 45 000

ბელგია-ფინეთი 1:1
გოლები: 1:0 ვიტსელი (61), 1:1 პოროკარა (90)

ჰოლანდია-ავსტრია 3:1
ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, მატიისენი (46. ვისგერჰოფი), პიეტერსი, ჰეიტინგა, აფელაი, ვან ბომელი, იანსენი (71. სტროოტმანი), სნეიდერი (46. ელია), კუიტი (75. დე იონგი), ჰუნტელაარი (73. ვან ნისტელროი).
გოლები: 1:0 სნეიდერი (28), 2:0 ჰუნტელაარი (48), 3:0 კუიტი (71-პენ), 3:1 არნაუტოვიჩი (84-პენ)

მალტა-შვეიცარია 0:0

ალჟირი-ტუნისი (გადაიდო)

ნორვეგია-პოლონეთი 0:1
გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (12)

გერმანია-იტალია 1:1
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ლამი (64. ბოატენგი), მერტეზაკერი, ბადშტუბერი (64. ჰუმელსი), აოგო - ხედირა, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი (46. გიოტცე), იოზილი, პოდოლსკი - კლოზე (75. გროსკროიტცი).
იტალია (4-1-2-1-2): ბუფონი - კასანი (53. მაჯო), რანოკია, ბონუჩი, კიელინი (78. კრიშიტო) - ტ. მოტა (63. აკვილანი) - მონტოლივო, დე როსი - მაური (74. ჯოვინკო) - პაცინი (46. ბორიელო), კასანო (46. როსი).
გოლები: 1:0 კლოზე (16), 1:1 როსი (86)
გაფრთხილება: ტ. მოტა
მაყურებელი: 60 146

შოტლანდია-ჩრდ. ირლანდია 3:0
გოლები: 1:0 მილერი (19), 2:0 მალუნი (32), 3:0 კომონსი (51)

არგენტინა-პორტუგალია 2:1
არგენტინა: რომერო, ხ. ძანეტი (62. საბალეტა), როხო, გ. მილიტო, ბურდისო, მასკერანო, დი მარია (66. პასტორე), კამბიასო (79. ბილია), ბანეგა (62. გაგო), მესი, ლავეცი (84. ხუან მარტინესი).
პორტუგალია: ედუარდო, როლანდო, ჟოაო პერეირა, ბრუნო ალვეში, რაულ მეირელესი (79. მიგელ ველოსო), ნანი (60. კვარეშმა), ჟოაო მუტინიო, ფაბიო კოენტრაო, კარლოს მარტინსი (85. მაჩადო), კ. რონალდო (60. დანი), უგო ალმეიდა (60. ელდერ პოშტიგა).
გოლები: 1:0 დი მარია (14), 1:1 კ. რონალდო (21), 2:1 მესი (90-პენ)
გაფრთხილება: გაგო - ველოსო
მაყურებელი: 55 000


საფრანგეთი-ბრაზილია 1:0
საფრანგეთი: ლორისი, სანია, რამი, მექსე, აბიდალი, მენეზი (69. რემი), მ’ვილა (59. დიაბი), გურკუფი (86. გამეირო), ა. დიარა, მალუდა, ბენზემა (86. კაბაიე).
ბრაზილია: ჟულიო სეზარი, დანი ალვეში, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, ანდრე სანტოსი, რენატო (58. ჟადსონი), ლეივა, ერნანესი, ელიასი (89. ანდრე), რობინიო (70. სანდრო), პატო (85. ჰალკი).
გოლი: 1:0 ბენზემა (55)
გაძევება: ერნანესი (40. ბრაზილია)
გაფრთხილება: მენეზი - რობინიო
მაყურებელი: 60 000

მაროკო-ნიგერი 3:0
გოლები: 1:0 ბუსუფა (16), 2:0 ბუსუფა (82), 3:0 ბეკალი (90)

ესპანეთი-კოლუმბია 1:0
ესპანეთი: კასილიასი, სერხიო რამოსი, პიკე, კაპდევილა (56. არბელოა), რაულ ალბიოლი, ჩავი (56. კასორლა), ინიესტა (69. ხესუს ნავასი), ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (76. დავიდ სილვა), დავიდ ვილია, პედრო (82. ლორენტე).
გოლი: 1:0 დავიდ სილვა (86)

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული