90min: კრიშტიანო რონალდოს მეორე შვილს სუროგატი დედა გაუჩენს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკლავი კრიშტიანო რონალდო მეორე ბავშვის მამა გახდება. ფეხბურთელს შვილი სუროგატი დედისგან ეყოლება.

რონალდოს მეორე შვილზე ჭორები მარტის დასაწყისში, მას შემდეგ გაჩნდა, რაც "სელტასთან" გატანილი გოლი კრიშტიანომ ცნობილი ჟესტით - ბურთის მაისურის ქვეშ ამოდებით აღნიშნა.

90min-ის ცნობით, პორტუგალიელმა მამობისთვის საჭირო საჭირო ყველა დოკუმენტი უკვე მოამზადა, ბავშვის დაბადებას კი საშობაოდ ელიან.

"ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელი უკვე ზრდის ვაჟს, რომელიც ქვეყანას 2010 წელს, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურით მოევლინა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ukleba მართალი ხარ
sake
22:43 01-05-2016
0
გეია ეს ამას ცოლი და ქალი არ უნდა ამას დედიკო აძალებს შვილიშვილები მინდაო და ესეც მაყუთს მაზავს რო ვიღაცამ შვილები უჩინონ ხელოვნურად და დედიკო გაახაროს იმენა ქალაჩუნაა ტიპი!
gogcho ronaldoaa ra :D
01:09 01-05-2016
0

სიახლეები პოპულარული