უეფამ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო

AutoSharing Option
3 მაისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში უეფას კონგრესი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფაში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფას შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

უეფას წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი წარმოადგენენ. თუ რა პოზიცია დააფიქსირა კონგრესზე ქართულმა მხარემ, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისთვის, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა აქამდე არ უღიარებია.

კონგრესზე ხმის მიცემის ფარული
პროცედურის ინიციატივით, შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი ალექს მიშერი გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირეს. თავის მხრივ, სერბეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს უეფაში მიღება ნებისმიერი პირობით დაუშვებელია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთში პოლიტიკის ჩარევის ღიად მანიშნებელი იქნება.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

კოსოვოს ფიფაში მიღების საკითხს 12-13 მაისს, მეხიკოში გასამართ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე განიხილავენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი იქნებოდა ჩვენც მხარი დაგვეჭირა რუსეთის ჯავრად ალბათ უბრალოდ იურიდიულად არ გამოდიოდა იმიტომ რომ როგორც სახელმწიფოს არ ვაგიარებთ.
აფხაზეთთან და ოსეთთან კოსოვოს შედარება იმით შეიძლება რომ იქაც და აფხაზეთშიც ეთნიკური წმენდა იყო და ორივეში რუსეთი მხარე იყო. 90ნებში სერბები ყველას თავის ირგვლივ ატერორებდნენ და ევროპის შუაგულში ძაან არასტაბიურ გარემოს ქმნიდნენ. მაშინ გერამნიამ მლიონნახევარი ლტოლვილო მიიგო კოსოვოდან. ანუ ამ მხრივ თითქმის იგივე სიტუაცია იყო როგორც ეხლა სირიის ლტოლვილებზეა.. ამიტომაც მოხვდათ.
vato
04 მაისი 2016 13:28
0
რას ქვია არანაირი კავშირი არ აქვს? კოსოვო სერბეთის ნაწილია ისევე როგორც აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს! ზოგიერთები ორმაგ სტანდარტებს რატომ ემხრობით?!სიმართლე ილაპარაკეთ ან საერთოდ გაჩუმდით!!!! მსოფლიოს მთავარი ქვეყნები რომელია?? რუსეთი არარის მთავარი??? თუ არარის მთავარი მაშინ რატომ ვერ გიბრუნებენ ის "მთავარი ქვეყნები" შენ მიწა-წყალს?!
G777
04 მაისი 2016 13:24
0
სანამ საქართველოს ორიენტაციაა ევროატლანტიკური,ნატო,ევროკავშირი,მანამდე გამორიცხულია აფხაზეთი,სამაჩაბლოს აღიარება ევროპის,აშშ–ს,ბრიტანეთის თანამეგობრობის,იაპონიია,სამხ.კორეის მიერ.ყოველ შემთხვევაში ეს ასე იქნება უახლესი წლების განმავლობაში.თუ დავიწყეთ ერთი ადგილის თამაში,მაშინ უკვე დადგება დღის წესრიგში....პ.ს.და თან თუ რუსეთი კონფრონტაციაში იქნება დასავლეთთან
ზაზა
04 მაისი 2016 10:30
0
"რატომ" - სხვაობა არაა მსოფლიოს მთავარი ქვეყნების მიერ აღიარებულ კოსოვოს და მარტო ორ თუ სამი ქვეყნის მიერ აღიარებულ აფხაზეთს და ს.ოსეთს შორის????
realoba
04 მაისი 2016 04:10
0
afxaz ეგ შენ და მე ვფიქრობთ მაგას მაგრამ რუსები სხვანაირად ფიქრობენ და საქმე საქმეზე მაგათი პოზიცია იცი უკვე რაც იქნება და თან მაგათი პოლიტიკური ძალაც იცი რამხელააა
Giorgi
03 მაისი 2016 20:34
0
აფხაზებდს და ოსებს, საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვთ კოსოვოსთან, და რა გჭირთ რა შედარებებს აკეთებთ?
afxaz
03 მაისი 2016 19:21
0
ჩვენთვის ძალიან ცუდი ნიშანია..მალე ალბათ "ევროპელები" აფხაზებსა და ოსებსაც მიიღებენ...
რატომ?
03 მაისი 2016 18:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული