ბუქარესტის "დინამოს" ფეხბურთელმა მოედანზე გონება დაკარგა და შემდეგ გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუქარესტის "დინამოს" ნახევარმცველმა პატრიკ ეკენგმა მატჩის დროს გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ექიმებმა კამერუნელი ფეხბურთელის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, რომელმაც გონება მოედანზე გასვლიდან 7 წუთის შემდეგ დაკარგა.

უბედური შემთხვევა რუმინეთის ჩემპიონატში "ვიტორულოსთან" შეხვედრაში მოხდა.

26 წლის ეკენგს კარდიოგენური შოკი დაემართა, რომელიც სასიცოცხლო ორგანოების სისხლის არაადეკვატური მიმოქცევით ხასიათდება.

ექიმებმა საავადმყოფოში ფეხბურთელის გულის ცემა ორი წუთით აღადგინეს, თუმცა ეკენგი ნახევარი საათის განმავლობაში გონს ვერ მოეგო.

ფეხბურთელი მოედანზე დაცემიდან 2 წუთსა და 47 წამში ჩასვეს
სასწრაფო დახმარების მანქანაში. უცხოური მედიის ცნობით, სასწრაფო მანქანაში დახმარების საჭირო აღჭურვილობა არ იყო და მანქანა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
zudia dzaan roza fexburtelebi ase igupebian.
goha failodze
22:07 07-05-2016
0

სიახლეები პოპულარული