ის, რაზეც მესი და რონალდო ვერც კი იოცნებებენ

AutoSharing Option
პედრო კარიონის შესახებ საფეხბურთო გურმანებს არაფერი ეცოდინებათ; არც უნდა იცოდნენ, რადგან ის ევროპის ყველაზე სუსტი პირველობის ერთ-ერთი ფორვარდია.

მაგრამ კარიონმა შაბათს ისეთი რამ მოახერხა, არა გვგონია, ლიონელ მესიმ ან კრიშტიანო რონალდომ ოდესმე შეძლონ - გიბრალტარის ჩემპიონატის მატჩში, "ევროპასა" და "ბრიტანიას" შორის 11 გოლი გაიტანა!

"ევროპამ" თამაში 16:1 მოიგო: "კარიერაში 4 გოლზე მეტი თამაშში არასოდეს გამიტანია, თუმცა მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებ - ვთამაშობ და გოლები გამაქვს. ჩემმა თანაგუნდელებმა დიდი როლი შეასრულეს, რომ 11 გოლი გავიტანე. ისინი ძალიან დამეხმარნენ. როცა თავდამსხმელი ხარ,
უნდა გაიტანო იმდენი გოლი, რამდენიც შეგიძლია, დანდობა არ შეიძლება", - განაცხადა 38 წლის კარიონმა.

საოცარია, მაგრამ კარიონმა რეკორდი კი არ დაამყარა, არამედ მხოლოდ გაიმეორა. ევროპული ლიგების (მხოლოდ უმაღლესი ლიგები იგულისხმება) ისტორიაში ერთ თამაშში 11 გოლი პირველად უნგრელმა იენე კაროიმ გაიტანა. კაროიმ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ტურინის "იუვენტუსი" ჩაიბარა, მაგრამ ფეხბურთელობისას, მტკ-ს შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონატში ერთ მატჩში 11 გოლი გაიტანა, ეს 1905 წელს მოხდა.

1994 წელს ესტონეთის ჩემპიონატში "ტევალტეს" ფორვარდმა ანატოლი ნოვოჟილოვმა "კალევის" კარში "მხოლოდ" 10 გოლი გაიტანა და ერთი ბურთი დააკლდა კაროის მიღწევამდე.

ის თამაში "ტევალტემ" 24:0 მოიგო. ერთ თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი ერნესტ ვილმოვსკისაც, პოლონელმა "ლოძის" კარი აიკლო. ეს ამბავი 1939 წელს მოხდა, ვილმოვსკი "რუხის" ღირსებას იცავდა, მატჩი კი 12:1 მორჩა. 8-9 გოლი თამაშში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს გაუტანია.

ტოპ-ლიგებში
ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან არც ერთი არ მიეკუთვნება დღეისათვის საუკეთესო ევროპული ლიგების პირველობებს.

ვნახოთ, როგორია რეკორდები ინგლისში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში - "ბარსელონას" ფორვარდმა ლასლო კუბალამ 1952 წელს ერთბაშად შვიდი გოლი გაუტანა ხიხონის "სპორტინგს". მან "ბილბაოს" აგუსტინ საუტოს მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 1931 წელს "ბარსელონას" კარში გაიტანა შვიდი გოლი (12:1).

შვიდი გოლი თამაშში ინგლისის რეკორდიცაა - 1935 წელს ტედ დრეიკმა "ასტონ ვილა" დაამწუხრა. დრეიკი "არსენალში" თამაშობდა. გერმანიის რეკორდი დიტერ მიულერს ეკუთვნის - 1977 წელს "კიოლნის" ფორვარდმა 6 გოლი გაუტანა "ვერდერს" (7:2). იტალიის რეკორდს ორი ფეხბურთელი იყოფს - სილვიო პიოლა (1933) და ომარ სივორი (1961) - 6-6 გოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
da egaa saocnebo amori varskvlavistvis?egaa magati zesheuracyopa vigac sadgac traqtoristi sheadaro mesis da ronaldos.mesmis romdagewerat levandovskis 8wutnaxevarshi xuti goli...arminda statiis avtors sheuracyopa mivayeno ubralod tviton ayenebt sakutartavs aseti shedarebebit sheuracyopas...ukacravad
0
ra statiaa ar grcxveniat
......................
09:26 13-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული