აზერბაიჯანში დასრულდა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებულიც პორტუგალიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა. პენალტების სერიის გადამწყვეტ, ბოლო დარტყმაში "ლა როხას" კაპიტანმა მანუ მორლანესმა ბურთი ძელს გაარტყა და ტიტული პორტუგალიის ნაკრებმა ისტორიაში მეორედ, 13-წლიანი პაუზის მერე მოიპოვა.
ძირითად დროში პორტუგალია დიოგო დალოტმა დააწინაურა, რასაც მოჰყვა ტურნირზე პირველი გოლი პორტუგალიელთა კარში - ბრაჰიმ დიასის თავური - 1:1. პენალტების სერიას რაც შეეხება, მორლანესის გარდა, ყველამ გაიტანა - 5:4 პორტუგალიის სასარგებლოდ.
ესპანელები ამ ასაკში მეოთხედ დამარცხდნენ ფინალურ მატჩში (2003, 2004 და 2010).
ტურნირის ბომბარდირი 7 გოლით წარმოშობით გვინეა-ბისაუელი ფორვარდი ჟოზე გომეში გახდა. ის მშობლიური გვინეა-ბისაუდან პორტუგალიაში 2011 წელს გადაბარდა, გომეშს მეტსახელიც შესაფერისი აქვს - "ზე გოლო".
2003 წელს, როცა პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრები გახდა ევროპის ჩემპიონი, იმ გუნდში ჟოაო მოუტინიო, მიგელ ველოზო და ვიეირინია გამოირჩეოდნენ.