ამხ. მატჩები: ინგლისმა ავსტრალიას მოუგო, ირლანდია ჰოლანდიას დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
27 მაისს, საქართველო-სლოვაკეთის მატჩის პარალელურად, ევროპულ სტადიონზე კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

საინტერესო დაპირისპირება შედგა დუბლინში, სადაც მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ირლანდიამ ჰოლანდიის ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

შეინ ლონგის მიერ 30-ე წუთზე გატანილ გოლს სტუმრებმა 85-ე წუთზე, ლიუკ დე იონგის ზუსტი დარტყმით უპასუხეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრად ხორვატიასთან, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა მუნდიალის შესარჩევში ჩვენი კიდევ ერთი მეტოქე - მოლდოვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე ანდრეი კრამერიჩმა გაიტანა.

გამორჩეული შეხვედრა ჩატარდა სანდერლენდში, სადაც ინგლისის ეროვნულმა
ნაკრებმა ავსტრალიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ინგლისელები მარკუს რაშფორდისა (მე-3 წუთზე) და უეინ რუნის (55) გოლებით დაწინაურდნენ, სტუმრებმა კი მხოლოდ სხვაობა შეამცირეს - ისიც, ერიკ დაიერის "ბრწყინვალე" ავტოგოლით (75).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ჩეხეთმა ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა მალტას, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა კი ბელორუსს ანგარიშით 3:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული