კოპა ამერიკა. B ჯგუფი: ბრაზილიამ ჰაიტი დაბომბა, ეკვადორი და პერუ დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 9 ივნისს, გამთენიისას, აშშ-ში მიმდინარე კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ტურის შეხვედრები B ჯგუფში გაიმართა. ბრაზილიის ნაკრებმა ჰაიტი ანგარიშით 7:1 გაანადგურა, ხოლო ეკვადორისა და პერუს ეროვნული გუნდები დაზავდნენ - 2:2.

ორლანდოში, სტადიონ "სიტრუს ბოულზე" კარლოს დუნგას გუნდმა შანსი არ დაუტოვა მეტოქეს. ბრაზილიელებმა ჰაიტელების რბევა ფილიპე კოუტინიოს გოლებით (მე-14 და 29-ე წუთებზე) დაიწყეს. "ლივერპულის" ჰავბეკმა ჯამში ჰეთ თრიქი შეასრულა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მესამედაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იქამდე დუბლით რენატო აუგუსტო (35-ე და 86-ე წუთებზე),
თითო გოლით კი გაბრიელი (59) და ლუკას ლიმა (67) გამოირჩნენ. ჰაიტელთა ერთადერთი გოლი ჯეიმს მარსლინმა 70-ე წუთზე გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გლენდეილში პერუელებმა თამაში უკეთესად დაიწყეს და უკვე მე-13 წუთისთვის ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ. გოლებით კრისტიან კუევა (მე-5) და ედისონ ფლორესი (13) გამოირჩნენ.

მაგრამ ეკვადორმა ჯერ შესვენებამდე, ენერ ვალენსიას (39) გოლით შეძლო სხვაობის შემცირება, შესვენების შემდეგ კი მალევე - ანგარიშის გათანაბრებაც. საბოლოო ანგარიში 48-ე წუთზე მილერ ბალანიოსმა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 93-ე წუთზე მსაჯმა ეკვადორელებს მცველი გაბრიელ აჩილიერი გაუძევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბოლო ტურის წინ ჯგუფს 4-4 ქულით ბრაზილია და პერუ ლიდერობენ და პლეი ოფში გასვლის უკეთეს შანსს ფლობენ. მესამე ადგილზე 2 ქულით ეკვადორია, რომელსაც 1/4-ფინალში გასასვლელად ბოლო ტურში აუცილებლად გამარჯვება სჭირდება უმოტივაციო ჰაიტისთან (0 ქულა).

ამავდროულად, პარალელური მატჩი, ბრაზილია-პერუ ფრედ არ უნდა დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა დამატებითი მაჩვენებლებით გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული