თბილისის დროით 15 ივნისს, გამთენიისას, ბოლო ტურის შეხვედრები D ჯგუფში ჩატარდა. ჩილეს ნაკრებმა პანამას ანგარიშით 4:2 სძლია, არგენტინამ კი ბოლივიას სამი უპასუხო გოლი გაუტანა. შესაბამისად, ამ ჯგუფიდან პლეი ოფში არგენტინა და ჩილე გავიდნენ. ამ გუნდების გარდა, პლეი-ოფში ასევე ითამაშებენ: აშშ-ის, კოლუმბიის, პერუს, ეკვადორის, მექსიკისა და ვენესუელას ეროვნული გუნდები. ტურნირზე 1/4-ფინალური მატჩები სტარტს 17 ივნისიდან აიღებს.
სიეტლში, სტადიონ "სენტურილინკ ფილდზე" გამართულ
მე-13 წუთზე ერიკ ლამელამ საჯარიმოდან შეაგდო, ორი წუთის შემდეგ კი გოლით ესეკიელ ლავეცი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში ვიკტორ კუესტამ 32-ე წუთზე დააფიქსირა. მოედანზე მეორე ტაიმი დაჰყო ლიონელ მესიმ. ამრიგად, არგენტინის ნაკრები გახდა ტურნირის ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო.
რაც შეეხება დღის მეორე მატჩს, რომელიც ჩილესა და პანამას შორის ფილადელფიაში, სტადიონ "ლინკოლნ ფაინენშელ ფილდზე" ჩატარდა, ანგარიში პანამელებმა უკვე მეხუთე წუთზე მიგელ კამარგოს გოლით გახსნეს. პანამელებს, რომლებსაც პლეი-ოფში გასასვლელად მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, ცივი წყალი ჯერ ედუარდო ვარგასმა (მე-15 და 43-ე წუთები) გადაასხა დუბლით, შემდეგ კი - ალექსის სანჩესმა (50, 89). პანამელთა მეორე გოლი 75-ე წუთზე აბდიელ აროიომ გაიტანა.
კოპა ამერიკის 1/4-ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
17 ივნისი
აშშ-ეკვადორი
18 ივნისი
პერუ-კოლუმბია
19 ივნისი
არგენტინა-ვენესუელა
მექსიკა-ჩილე