ლიონელ მესი: წვერი რომ გავიპარსო, მომკლავენ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ საკუთარი წვერის შესახებ ისაუბრა.

"წვერი რომ გავიპარსო, მომკლავენ. გვჯერა, რომ ეს იღბლის მომტანია. იმედი გვაქვს, წარუმატებლობის სერიას დავასრულებთ და ტიტულს მოვიგებთ. წვერს ნამდვილად არ გავიპარსავ, თანაგუნდელები ამის უფლებას არ მომცემენ", - თქვა მესიმ AS-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა 2016-ზე სამივე მატჩი მოიგო ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო მესიმ პანამასთან (5:0) ჰეთ-თრიქი შეასრულა.

18 ივნისს, მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრების მეტოქე ვენესუელა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ გასულ წელს არგენტინამ ამერიკის თასის ფინალში ჩილესთან პენალტების სერიაში წააგო, ხოლო
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გერმანიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული