კოპა ამერიკა 2016-ის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია [VIDEO]

AutoSharing Option
19 ივნისს კოპა ამერიკა 2016-ის ორი ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა.

არგენტინის ნაკრები ვენესუელას შეხვდა და ანგარიშIთ 4:1 დაამარცხა. მე-8 წუთზე ანგარიში გონსალო იგუაინმა გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე უკვე დუბლი მიითვალა. ვენესუელას ერთი ბურთის გაქვითვა 44-ე წუთზე შეეძლო, თუმცა ლუის სეიჯასმა პენალტი ვერ გამოიყენა.

მე-60 წუთზე არგენტინელების უპირატესობა სამამდე ლიონელ მესიმ გაზარდა. 70-ე წუთზე ხოსე სალომონ რონდონმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. 71-ე წუთზე კი ერიკ ლამელამ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, ლიონელ მესის რეკორდი, რომელიც ნაკრებში გატანილი გოლების (54) რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ
გაბრიელ ბატისტუტას გაუთანაბრდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მეორე შეხვედრაში ჩილეს ნაკრებმა მექსიკა ანგარიშით 7:0 გაანადგურა. ედუარდო ვარგასმა პოკერის შესრულება შეძლო, ენდსონ პუნჩმა კი დდბული გაიფორმა, ერთი გოლიც საკუთარ ანგარშიზე ალექსი სანჩესმა ჩაიწერა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოპა ამერიკა 2016-ის ნახევარფინალური მატჩები 22 და 23 ივნისს გაიმართება. 22 ივნისს აშშ-ის ნაკრები არგენტინას შეხვდება, ხოლო 23-ში კოლუმბია ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული