მესი ნაკრებს ტოვებს: მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში ჩილესთან (0:0, პენ. 2:4) მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში აღარ ითამაშებს.

- კოპა ამერიკა. ფინალი: ჩილე ჩემპიონია, არგენტინა მესიმ დააღალატა [VIDEO]

"გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ძალიან მინდოდა ტიტულის მოგება ნაკრებთან ერთად და ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ისევ არ გამოგვივიდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი პენალტი ვერ გავიტანე და მორჩა.

გასახდელში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი დრო ნაკრებში დასასრულს მიუახლოვდა. ოთხი ფინალი წავაგე. დღეს გამარჯვებას ვცდილობდით, მე ვცდილობდი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

მივდივარ, ასე უკეთესი
იქნება ყველასთვის. ფინალში მარცხი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს. ძალიან მინდოდა, არგენტინასთან ერთად ჩემპიონი გავმხდარიყავი, მაგრამ არ გამოვიდა", - თქვა "ბარსელონას" ვარსკლავმა, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 113 მატჩში 55 გოლი აქვს გატანილი.

ლიონელ მესიმ და არგენტინის ნაკრებმა ერთად დათმეს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალი, ასევე "კოპა ამერიკის" 2007, 2015 და 2016 წლების გათამაშებების გადამწყვეტი მატჩები.
მკითხველის კომენტარები / 28 /
მესი დღეს პირველია და ვისაც რონალდო ურჩევნია, ის უბრალოდ რეალის ფანია და არა ფეხბურთის ფანი, რაც შეხება მარადონა მესის შედარებას, მესიმ თვითონ გასცა ამ შეკითხვას პასუხი, რა თქმა უნდა მარადონა.
bavaria
18:29 29-06-2016
0
შემეცოდა
ყური მიგდე
10:22 27-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული