ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
15 ივლისს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის სხდომა გაიმართება, სადაც ახალი მთავარი მწვრთნელის სახელს გააჟღერებენ.
უკრაინული სპორტული მედიის ცნობით, ამ პოსტს 99 პროცენტით ანდრეი შევჩენკო დაიკავებს. ახალგაზრდა სპეციალისტის დანიშვნის ამბავი თურმე უკვე დიდი ხანია გადაწყვეტილია.
შეგახსენებთ, რომ შევჩენკო ევრო 2016-ზე მიხაილ ფომენკოს ასისტენტად მუშაობდა.