აღსანიშნავია, რომ ფედერაციის აღმასკომის წევრებმა შევჩენკოს კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს, რომლისთვისაც ეროვნული გუნდის გაწვრთნა მთავარი მწვრთნელის რანგში მუშაობის პირველი გამოცდილება იქნება. შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში იტალიელი მაურო ტასოტი და ანდრეა მალდერა იმუშავებენ.
უკრაიანის ნაკრებს 2012 წლიდან მიხაილ ფომენკო წვრთნიდა, რომელმაც გუნდი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გაიყვანა, ევროპის 2016 წლის ჩემიონატზე კი ფინალური სტადიის ჯგუფურ
"მილანის", ლონდონის "ჩელსისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი ფორვარდის ანგარიშზე უკრაინის ნაკრებში ჩატარებულ 111 მატჩში გატანილი 48 გოლია. 2004 წელს შევჩენკომ "ოქროს ბურთი" მიიღო, ფეხბურთელის კარიერა კი 2012 წელს დაასრულა. ანდრეი შევჩენკოს იტალიურ და უკრაინულ გუნდებში კახა კალაძესთან ერთად უთამაშია და მასთან დიდი მეგობრობაც აკავშირებს.