ნეიმარი: რა თქმა უნდა, წელს "ოქროს ბურთს" კრიშტიანო რონალდო იმსახურებს!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი მიიჩნევს, რომ წელს "ოქროს ბურთს" მადრიდის "რეალისა" და პორტუგალიის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ კლუბის მაისურით წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნაკრებთან ერთად კი ის ახლახან დასრულებული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

"ტიტულების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. მან (კრიშტიანომ) ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შემდეგ კი ევროპის ჩემიონატი. ის იმსახურებს "ოქროს ბურთი". რონალდო ბრწყინვალე ფეხბურთელია და ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია", - უთხრა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა Sambafoot-ს.

წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო "ოქროს ბურთი" აქამდე რონალდოს 3-ჯერ აქვს მოპოვებული, ლიონელ
მესის
- 5-ჯერ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთოდ არ ვარ არც ბარსელონას ფანი და არც რეალის ორივე გუნდის მიმართ ზიზღს განვიცდი მაგრამ ობიქეურად რომ მიუდგეთ წელს 7იანს ეკუთვნის ოქროს ბურთი ხოლო მესიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ბარსელონას გარეშე ეგ ადამიანი არის 0 :) მაგ შემადგენლობით რომ ჩილეს ვერ მოუგებ რომელ დიდ ფეხბურთელობაზეა საუბარი მესი არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი ლეგენდაც უწოდეთ თუ გინდათ მაგრამ ის არის ინდივიდუალისტი მას არ შეუძლია ლიდერი იყოს გუნდის აი რონალდომ ფინალში მოედნის გარეთ იმდენი იმუშავა რომ გუნდი დამუხტა და შედეგიც დადო ასე რომ ეკუთვნის :) ოქროს ბურთი და მიიღებს კიდევაც სხვანაირად ეს უბრალოდ დიდი უსამართლობა და სირცხვილი იქნება მსოფლიო ფეხბურთის
tornike
12:50 18-07-2016
0
მომწონს - არ მომწონს და "ბარსელონისტი"-"რეალისტი" და ა.შ. გვერდზე გადასადებია და ... კიდე რა უნდა გააკეთოს, საუკეთესო ფეხბურთელობისათვის - კოსმოსში გაფრენა და ევერესტის დაპყრობა არ გამოდგება. სწორია!
მართალია!
17:40 16-07-2016
0

სიახლეები პოპულარული