უკრაინის ნაკრების მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ოდესაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

AutoSharing Option
უკრაინის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ანდრეი შევჩენკო ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი პაველკოსთან ერთად ოდესის ოლქს ეწვია და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

სწორედ ოდესაში იგეგმება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვა ფინეთის წინააღმდეგ. პაველკომ და შევჩენკომ სააკაშვილთან განიხილეს ამ მატჩების ორგანიზაციული გეგმები.

დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა საზღვაო ჯარისკაცები, რომლებიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან. ჯარისკაცები შეხვედრამ ძალიან გაახარა. თავის მხრივ, სტუმრებმა ჯარისკაცებს ბურთები და სხვა საჩუქრები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ "მილანის", ლონდონის "ჩელსისა" და კიევის "დინამოს" ყოფილი ფორვარდის, ანდრეი შევჩენკოს ანგარიშზე უკრაინის ნაკრებში
ჩატარებულ 111 მატჩში გატანილი 48 გოლია. 2004 წელს შევჩენკომ "ოქროს ბურთი" მიიღო, ფეხბურთელის კარიერა კი 2012 წელს დაასრულა. ანდრეი შევჩენკოს იტალიურ და უკრაინულ გუნდებში კახა კალაძესთან ერთად უთამაშია და მასთან დიდი მეგობრობაც აკავშირებს.

ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული