აარონ რემზი
თმების შეღებვა ევროპის ჩემპიონატის წინ გადაწყვიტა. ამასთან, უელსის ნაკრების ვარსკვლავმა წვერის ნატურალური ფერი დაიტოვა. რატომ? "იმიტომ, რომ ყველაფერი ეს უფრო საშიშად გამოიყურებოდეს." - თქვა რემზიმ. როგორც ჩანს, უელსელის მიგნებამ გაამართლა. ევროპის ჩემპიონატზე რემზი შესანიშნავი იყო, უელსმა კი ფურორი მოახდინა
ნეიმარი
რემზისაგან განსხვავებით, ნეიმარი თმას არ შეეხო და მხოლოდ წვერი შეიღება. ბრაზილიელმა ეს შობამდე გააკეთა, რათა შობაზე სანტა კლაუსისათვის მიებაძა. ადრე ნეიმარმა თმაც შეიძება, ოღონდ თეთრად. ეს დიდი ხნის წინათ იყო. ჯერ კიდევ ბრაზილიურ მუნდიალამდე.
დანი ალვეში
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისათვის თეთრად თმები მხოლოდ ნეიმარს არ შეუღებია. მას მისმა დიდმა მეგობარმა, დანი ალვეშმაც მიბაძა. ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის წინ, რომელიც ბრაზილიამ მექსიკასთან ჩაატარა, დანი ალვეშმა იმიჯის შეცვლა გადაწყვიტა. დანი ალვეშისათვის მექსიკასთან მატჩი წარმატებული იყო. მის გუნდს გოლი არ გაუშვია. რაც შეეხება ნეიმარს, ბრაზილიის ნაკრების ლიდერმა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურისგან განსხვავებით ვეღარ გაიტანა.
მარუან ფელაინი
ბელგიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ შეიღება თმები თეთრად. როგორც წესი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი "აფროს" სტილის ვარცხნილობას ატარებს. ამჯერად მისი ვარცხნილობა "კიდევ უფრო აფრო" გახდა. ზემოთ თეთრი კი ვახსენეთ, მაგრამ ალბათ მსოფლიოში არ არის სიტყვა, რომელიც ზუსტად აღწერს ფელაინის თმის ფერს.
ანტუან გრიზმანი
ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავისათვის თმების შეღებვა ჩვეულებრივი საქმეა. საინტერესოა, რომ ანტუანმა ქოჩორი პირველად უკვე შვიდი წლისამ შეიღება. გასული სეზონის სტარტიდან გრიზმანი აღარ მიმართავს თმასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებს.
სამირ ნასრი
"მანჩესტერ სიტის" ფრანგმა ვარსკვლავმა გადაწყვიტა ქერად შეეღება თმები დასრულებული სეზონის ბოლოს. პირველად ახალი თმის ფერით ის მინდორზე გამოჩნდა ინგლისის ჩემპიონატის 33-ე წურში, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. ქომაგებმა ის პოპულარულ მაილი საირუსს შეადარეს. ახლა საირუსს ბევრი ნასრისაც კი ეძახის.
პოლ პოგბა
ყველაზე მსუყე სატრანსფერო ლუკმა, პოლ პოგბა ძალიან ხშირად იცვლის თმის ფერს. ფრანგი არ ერიდება ექსპერიმენტებს და ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათსაკუთარი თავი ხელოვნების ნამდვილ ნაწარმოებად აქცია. ახალი თეთრი ფერი მის თმაზე უკვე აღარავის უკვირს.
სერხიო რამოსი
"რეალის" მხცელი ერთადერთია ჩვენს ჩამონათვალში, ვინც თმები არა საკუთარი ახირების, არამედ კონკრეტული მიზნების გამო შეიღება. საქმე ისაა, რომ რამოსი დაუმეგობრდა ქერათმიან ბიჭუნას, რომელსაც სკოლაში თმების ფერის გამო დასცინოდნენ. რამოსმა ბიჭის მხარდასაჭერად თმები ქერად შეიღება. ამ საქციელის გამო რამოსი კიდევ უფრო დააფასეს.
ხამეს როდრიგესი
ბოლოს ქერად გადაქცევა "რეალის" კოლუმბიელმა ვარსკვლავმა, ხამეს როდრიგესმა გადაწყვიტა. კოლუმბიელს თმის ახალი ფერი არ მოეწონა და ზუსტად ერთ კვირაში ძველს დაუბრუნდა. ეგაა, მხოლოდ მელირება დაიტოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"