შეხვედრა International Champions Cup-ის ფარგლებში ჩატარდა და ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მე-6 წუთზე ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა. მე-14 წუთზე მეჰდი ბენატიამ "იუვენტუსის" უპირატესობა ორამდე გაზარდა. ლონდონელებმა ერთი ბურთის გაქვითვა 67-ე წუთისთვის შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი ერიკ ლამელა გახდა.