პიპიტა სამეულში! - მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირი ტრანსფერი

AutoSharing Option
ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალ სატრანსფერო რეკორდს დაამყარებს - პოლ პოგბაში ტურინის "იუვენტუსს" 120 მილიონ ევროს გადაუხდის. სანამ ეს მომხდარა, იმავე "იუვემ" ძალიან ახლოს მიატანა რეკორდამდე.

ვინ იფიქრებდა, რომ "რეალიდან" თითქმის გაშვებული "პიპიტა" (გონსალო იგუაინი) ფეხბურთის ისტორიაში მესამე ყველაზე ძვირ ტრანსფერს გამოიწვევდა, მაგრამ ეს უკვე ფაქტია. თქვენ წინაშეა დღეისათვის 10 ყველაზე ძვირი ტრანსფერი მსოფლიოში...

რომ არა გონსალო იგუაინი, ათეულში ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი იქნებოდა (ათეულიდან ამოვარდა რაჰიმ სტერლინგი), ახლა კი არგენტინელი ათეულში უკვე ორია. 10-დან 4 ტრანსფერი "რეალმა"
განახორციელა, 3 - "ბარსელონამ", თითო "სიტიმ", "მანჩესტერმა" და "იუვენტუსმა". გონსალო გახდა სერია A-ს ყველა დროის ყველაზე ძვირად ნაყიდი ფეხბურთელი.

10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
თანხა: 69,5 მლნ ევრო
საიდან-სად: ინტერი-ბარსელონა
წელი: 2009
"ინტერმა" სერია B-ში დაქვეითებული "იუვენტუსისგან" იაფად იყიდა იბრაჰიმოვიჩი და სამი წლის მერე ძალიან ძვირად მიჰყიდა "ბარსელონას", რომელმაც ამით საკლუბო რეკორდი თითქმის გააორმაგა. სამწუხაროდ, "ბარსაში" შვედმა ფეხი ვერ მოიკიდა და კატალონიელებმა ზლატანი 2,5-ჯერ იაფად "მილანში" გაყიდეს.

9. ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
თანხა: 73,5
საიდან-სად: იუვენტუსი-რეალი
წელი: 2001
ერთადერთი ტრანსფერი ათეულში, რომელიც ბოლო დეკადას არ ეკუთვნის და მით უფრო დასაფასებელია. ზიდანის ტრანსფერი 8 წელიწადი სარეკორდო იყო. მარკეტინგული ეფექტი საოცარი იყო, ლეგენდარული ფეხბურთელი ახლა უკვე "რეალთან" ასოცირდება.

8. კევინ დე ბრუინი (ბელგია)
თანხა: 74
საიდან-სად: ვოლფსბურგი-სიტი
წელი: 2015
აქამდე ბოლო შევსება ტოპ-ათეულში. 3 წელიწადში ბელგიელი 10-ჯერ გაძვირდა.

6-7. ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)
თანხა: 75
საიდან-სად: მონაკო-რეალი
წელი: 2014
მსოფლიოს ჩემპიონატმა ხამესის ფასი გააორმაგა და "მონაკო" ოქროში აცურავა. გაამართლა თუ არა კოლუმბიელმა "რეალში"? საბოლოო პასუხი ჯერ არ არსებობს.

6-7. ანხელ დი მარია (არგენტინა)
თანხა: 75
საიდან-სად: რეალი-მანჩესტერი
წელი: 2014
ამავე ფასში "რეალმა" ანხელ დი მარია "მანჩესტერ იუნაიტედში" გაყიდა, სადაც არგენტინელმა მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა.

5. ლუის სუარესი (ურუგვაი)
თანხა: 81,7
საიდან-სად: ლივერპული-ბარსელონა
წელი: 2014
დისკვალიფიკაციის გამო მისი ტრანსფერი არ იყო ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო - კატალონიელებს ცოტა დააკლდათ ნეიმარის რეკორდის გამეორებამდე. ეს იყო ძალიან წარმატებული ტრანსფერი.

4. ნეიმარი (ბრაზილია)
თანხა: 88,2
საიდან-სად: სანტოსი-ბარსელონა
წელი: 2013
ბრაზილიური კლუბი თავიდან სულ სხვა თანხას ასახელებდა, მერე კი აღმოჩნდა, რომ ნეიმარი გაცილებით ძვირად გაუყიდიათ "ბარსელონაში". ახლა ნეიმარის გარეშე "ბარსას" წარმოდგენა უკვე ძნელია.

3. გონსალო იგუაინი (არგენტინა)
თანხა: 90
საიდან-სად: ნაპოლი-იუვენტუსი
წელი: 2016
ბუფონის რეკორდი თითქმის გაორმაგდა. იგუაინს მართლაც ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა გასულ სეზონში, მაგრამ ახლა მას ნეაპოლში აღარ ჩაესვლება.

2. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
თანხა: 94
საიდან-სად: მანჩესტერი-რეალი
წელი: 2009
ჭორად დადიოდა, როცა ბეილს "რეალის" ბოსები ყიდულობდნენ, რონალდოს მოთხოვნა იყო, როგორმე 94 მილიონში ჩატეულიყვნენ, რომ კრიშტიანოს არ დაეკარგა პირველობა. პორტუგალიელის რეკორდმა 5 წელი გაძლო.

1. გარეთ ბეილი (უელსი)
თანხა: 101
საიდან-სად: ტოტენჰემი-რეალი
წელი: 2013
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი. ბეილმა დაამტკიცა, რომ ის ტოპ-ფეხბურთელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ე.წ. ატკატები იტალიელების მოგონილია, თორემ გორსალა იგუანის მაგ ფასად მისივე კლასის ათიოდე ფეხბურთელის ყიდვაა შესაძლებელი...
მსქროლავი ტროლი
14:00 30-07-2016
0

სიახლეები პოპულარული