არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, თუმცა უშედეგოდ - მესის ნაკრებში არ სურს!

AutoSharing Option
მიუხედავად არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის მცდელობებისა, "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, ადაც არგენტინამ ფინალი დათმო, მესიმ სანაკრებო კარიერის დასურლების შესახებ განაცხადა.

როგორც არგენტინული პრესა იტყობინება, ფეხბურთის ფედერაცია კვლავ აგრძელებს მესისთან მოლაპარაკებებს და ცდილობს ნაკრებში დააბრუნოს, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ, რადგან მესის ნაკრებში დაბრუნები სურვილი არ აქვს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გამოუვიდა თასის მოგება, ბავშვივით გაიბუტა და გაექცა ნაკრებს
Zaza
20:30 30-07-2016
0

სიახლეები პოპულარული