შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ ანგარიშით 1:1 დამთავრდა. ანგარიშის გახსნა მარკო ასენსიომ 21-ე წუთზე მოახერხა, ხოლო 41-ე წუთზე ფრანკო ვარკეზმა გაათანაბრა.
მატჩის 72-ე წუთზე "სევილია" გუნდის უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი კონოპლიანკამ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ 93-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება სერხიო რამოსმა შეძლო.
გამარჯვების გოლი 119-ე წუთზე დანიელ კარვახალმა
"რეალმა" უეფას სუპერთასი მესამედ მოიპოვა. 5-5 ჯილდო აქვთ "ბარსელონასა" და "მილანს", "სევილიას" კი - ერთი.