ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი გარდაიცვალა

AutoSharing Option
16 აგვისტოს, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბრაზილიელი სპორტული ფუნქციონერი 2 ივლისს რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით დააწვინეს, თუმცა სამი დღის შემდეგ გამოწერეს.

აველანჟმა ორჯერ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში, 1936 წელს ის ბერლინში ცურვის შეჯიბრში გამოვიდა, 16 წლის შემდეგ კი ჰელსინკიში ბრაზილიის წყალბურთელთა ნაკრების ღირსება დაიცვა.

ჟოაო აველანჟი 1974 წელს ფიფას მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. ის ამ თანამდებობაზე პირველი არაევროპული ქვეყნის წარმომადგენელი იყო. აველანჟი ფიფას პრეზიდენტი 1998 წლამდე იყო, რის შემდეგაც ის
იოზეფ ბლატერმა შეცვალა. 2013 წელს მან უკვე ფიფას საპატიო პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც კორუფციული სკანდალი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სიტყვა "გარდაიცვალა" წინადადების თავში უნდა იდგას, თქვე გონებაჩლუნგო ოროსნებო. გავკარი თქვენს განათლებას და იმასაც, ვინც წერის უფლებას გაძლევთ.
ბატონი რევაზი
06:42 01-01-2020
0
აველანჟი დიდებული ადამიანი იყო.ღმერთმა აცხონოს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული