"სანის" ინფორმაციით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები ქალაქ მანჩესტერის ორ კლუბს ჰყავს - "იუნაიტედსა" და "სიტის".
როგორც ჟოზე მოურინიო, ასევე ხოსეპ გვარდიოლა წელიწადში 15 მილიონ გირვანქას (17,6 მილიონი ევრო) იღებენ. ინგლისური კლუბები დომინირებენ, ევროპის 10 ტოპ-მწვრთნელიდან (ხელფასის მიხედვით) 7 ინგლისში მუშაობს, თან ერთი სულაც ჩემპიონშიპის გუნდს წვრთნის და არა პრემიერლიგისას.
1-2. ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი) და ხოსეპ გვარდიოლა (სიტი) - 17,6 მლნ ევრო
პირველ ადგილზე მისი მოცილე პეპიც ყოველთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი იყო, "ბარსელონაშიც" და "ბაიერნშიც". ახლა კი პეპი "სიტის" იმედია, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას კვირაში 290 ათასი გირვანქა უჯდება.
3. კარლო ანჩელოტი (ბაიერნი), 10,56 მლნ
ამ ორს ბევრად ჩამორჩება კარლო ანჩელოტი, რომელმაც "ბაიერნში" პეპი შეცვალა. "კარლიტო" "მხოლოდ" 9 მილიონ გირვანქას იღებს წელიწადში (10,56 მლნ ევრო). ანჩელოტიმ გუნდში ერთ-ერთ ასისტენტად თავისი შვილი მოაწყო, ანუ ანჩელოტების ოჯახში გერმანული გრანდიდან უფრო მეტი ფული შედის.
4. არსენ ვენგერი (არსენალი), 9,97 მლნ
არსენ ვენგერი უკვე 20 წელიწადია "არსენალში" და ეს ერთგულება მას სათანადოდ უფასდება. ევროპაში მასზე მეტს მხოლოდ სამი მწვრთნელი იღებს. მართალია, ფანებს დიდი ხანია, არ მოსწონთ ის, რაც "არსენალში" ხდება, მაგრამ ხელმძღვანელობა კმაყოფილია.
5. იურგენ კლოპი (ლივერპული), 8,21 მლნ
იურგენ კლოპმა "ენფილდზე" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. საერთო ჯამში, ის 42 მილიონ გირვანქას მიიღებს, მაგრამ გუნდიც მოწინავე პოზიციაზე უნდა დააბრუნოს. გერმანელ მწვრთნელს ასეთი ხელფასი აქამდე არ ღირსებია.
ტოპ-10-ში შედიან:
6. ანტონიო კონტე (ჩელსი), 7,62 მლნ ევრო
7. მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი), 6,45
8. ზინედინ ზიდანი (რეალი), 5,28
9. დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), 5,16
10. რაფაელ ბენიტესი (ნიუკასლი), 4,7
როგორც ხედავთ, ათეულში ვერ მოხვდა "ბარსელონას" თავკაცი ლუის ენრიკე, რომელმაც მოქმედ მწვრთნელთა შორის ყველაზე სწრაფად მიაღწია ერთ გუნდში 100 მოგებას.
სიაში არ არის არც ერთი იტალიური კლუბის წარმომადგენელი. იუვენტუსის" თავკაცი მასიმილიანო ალეგრი წელიწადში 3,5 მილიონ გირვანქას იღებს, ეს კი მხოლოდ მე-11 ადგილისთვისაა საკმარისი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"