მ/ჩ 2018. შესარჩევი. I ტური: კოსოვოს ისტორიული ქულა და ესპანეთის 8:0 [VIDEO]

AutoSharing Option
ჩვენი ქვეჯგუფის გარდა გუშინ კიდევ ორ ჯგუფში გაიმართა მუნდიალის სასტარტო შესარჩევი ბატალიები. ვიხილეთ ახალი ქვეყნის, კოსოვოს დებიუტი ოფიციალურ ტურნირში.

G ჯგუფი: უამინდობამ შეწყვიტა
ბოლო ორ დიდ ტურნირზე ხელმოცარულმა ესპანეთმა ახალი შესარჩევი ციკლი დიდი ანგარიშით მოგებით დაიწყო, მაგრამ მეტოქის გათვალისწინებით, ეს სულაც არ იყო მოულოდნელი - ხულიენ ლოპეტეგის ოფიციალური დებიუტი 8:0 მოგებით აღინიშნა, მეტოქე კი ჯუჯა ლიხტენშტაინი იყო.

სხვათა შორის, ქალაქ ლეონში ტაიმი მხოლოდ 1:0 მორჩა, "ფურია როხა" დიეგო კოშტას კინკილა გოლით იგებდა, აი, მერე კი ყველამ გაიტანა, ვისაც არ დაეზარა. კოშტამ,
დავიდ სილვამ და ალვარო მორატამ დუბლები შეასრულეს, თითო გოლი კი ვიტოლოსა და სერხი რობერტოს ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჯამპიერო ვენტურას ოფიციალური დებიუტიც წარმატებული გამოდგა - იტალიის ნაკრებმა ჰაიფაში 3:1 მოუგო ისრაელს, არადა, გარკვეულ ხანს, "სკუადრა აძურა" ათი კაცის ამარა თამაშობდა (კიელინი გააძევეს), თუმცა იტალიელებმა სწორეც რიცხობრივ უმცირესობაში გაიტანეს მესამე გოლი, ჩირო იმობილემ კონტრშეტევაზე დაიჭირა მასპინძელთა გუნდი.

აღსანიშნავია, რომ კიელინიმ წითელი ბარათი ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიღო (90 თამაშში 17 გაფრთხილება). ვენტურამ თამაშის მერე აღნიშნა, რომ კიელინი 5 წელიწადში სულ 2 შეცდომას უშვებს და დღეს მან ეს ლიმიტი სრულად ამოწურაო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ალბანეთისა და მაკედონიის ნაკრებებმა, ალბანელთა დისკვალიფიკაციის გამო, სტამბოლში ითამაშეს, "ჰიუსეინ გეჩიკზე" თამაშის დასრულება ვერ მოხერხდა, 1:1-ზე დაპირისპირება შეწყდა. მიზეზი, ამინდია.

5 სექტემბერი
G ჯგუფი
ალბანეთი-მაკედონია 1:1 შეწყდა
გოლები: 1:0 სადიკუ (9), 1:1 ალიოსკი (51)
ალბანეთი (4-3-3): ბერიშა - ჰიუსაი, ჯიმსიტი, მავრაი, აგოლი - აბრაში (60. ბალაი), კუკელი, ტ. ჯაკა - გაში (60. მემუშაი), სადიკუ, ჰიკა (67. როში)
მაკედონია (4-2-3-1): ზაჰოვი - რისტევსკი, სიკოვი, მოისოვი, ზუტა - რისტოვსკი, ალიოსკი - სტიეპანოვიჩი (61. პეტროვიკი), სპიროვსკი, ჰასანი (75. გიორგიევი) - პანდევი

ისრაელი-იტალია 1:3
გოლები: 0:1 პელე (14), 0:2 კანდრევა (31-პენ), 1:2 ბენ ჰაიმი (35), 1:3 იმობილე (83)
ისრაელი (4-3-3): გორეში - ბიტონი, ტიბი (50. გერშონი), ცედეკი, დავიდზადა - კაიალი, ბიტონი (57. აცილი), იეინი - ბენ ჰაიმი (62. კეჰატი), ჰემედი, ზაჰავი
იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კანდრევა (67. ფლორენცი), პაროლო, ვერატი, ბონავენტურა (63. ოგბონა), ანტონელი - ედერი (70. იმობილე), პელე
გაფრთხილება: - კიელინი
გაძევება: კიელინი (55)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-9 (5-5); ბურთის ფლობა: 57%-43%.

ესპანეთი-ლიხტენშტაინი 8:0
გოლები: 1:0 დ. კოშტა (10), 2:0 ს. რობერტო (55), 3:0 სილვა (59), 4:0 ვიტოლო (60), 5:0 დ. კოშტა (66), 6:0 მორატა (82), 7:0 მორატა (83), 8:0 სილვა (91)
ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა - ს. რობერტო, პიკე, ს. რამოსი, ალბა - ბუსკეტსი, კოკე - ვიტოლო (79. ასენსიო), ტ. ალკანტარა (46. ნოლიტო), სილვა - დ. კოშტა (68. მორატა)
ლიხტენშტაინი (4-5-1): იეჰლე - რეხშტაინერი (71. ილდიზი), პოლვერინო, კაუფმანი, გოპელი - სალანოვიჩი (77. ვოლფინგერი), მარტ. ბუხელი (83. გუბსერი), ვაიზერი, მარს. ბუხელი, ბურგმაიერი - ჰასლერი
გაფრთხილება: - კაუფმანი, პოლვერინო, ჰასლერი, ილდიზი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 8-10; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 25-1 (12-0); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მომდევნო ტური
6 ოქტომბერი:
მაკედონია-ისრაელი, იტალია-ესპანეთი, ლიხტენშტაინი-ისრაელი.

I ჯგუფი: 1:1-ები
ამ ჯგუფში ყველაფერი მეორე ტურიდან დაიწყება, რადგან სამივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მატჩი ფინეთში, სადაც კოსოვოს ნაკრები ისტორიულ, პირველ ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა და თავიც არ შეურცხვენია - 1:1. ვალონ ბერიშას პენალტი ისტორიული გოლია კოსოვოს ფეხბურთის ისტორიაში.

ანდრიი შევჩენკოს დებიუტი უკრაინის ნაკრების თავკაცის პოსტზე შეიძლებოდა, წარმატებული გამომდგარიყო, იევჰენ კონოპლიანკას ისლანდიელთა კარში მატჩის მიწურულს პენალტი, რომ გაეტანა, მაგრამ ვერ გაიტანა და გუნდებმა აქაც ქულები გაიყვეს - 1:1.

ცარიელ "მაქსიმირზე" ხორვატია თურქეთს დაუზავდა, ივან რაკიტიჩის პენალტს, ჰაკან ჩალჰანოღლუმ დიდებული ჯარიმით უპასუხა - 1:1.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

5 სექტემბერი
I ჯგუფი
ხორვატია-თურქეთი 1:1
გოლები: 1:0 რაკიტიჩი (44-პენ), 1:1 ჩალჰანოღლუ (45)
ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ვრსალიკო, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი - ბადელი, მოდრიჩი - პიაცა (80. კალინიჩი), რაკიტიჩი (64. ბროზოვიჩი), პერიშიჩი - მანჯუკიჩი (85. კრამარიჩი)
თურქეთი (4-3-2-1): ბაბაჯანი - იოზბაირაკლი, აზიზი, თოფალი, კოიბაში - თუფანი, იოკუსლუ, აიჰანი (54. ჩალიკი) - მორი (84. შენი), ჩალჰანოღლუ - ტოსუნი (74. შაჰანი)
გაფრთხილება: - თუფანი, შაჰანი
კუთხური: 9-1; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-6 (4-3); ბურთის ფლობა: 56%-44%.

უკრაინა-ისლანდია 1:1
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (6), 1:1 იარმოლენკო (41)
უკრაინა (4-4-2): პიატოვი - ბუტკო, რაკიცკი, კუჩერი, სობოლი - იარმოლენკო, სიდორჩუკი (63. ზოზულია), სტეპანენკო, კონოპლიანკა - კოვალენკო, ზინჩენკო (90. შახოვი)
ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, სკულასონი (42. მაგნუსონი) - გუდმუნდსონი (84. ჰალფრედსონი), გუნარსონი, გ. სიგურდსონი, ბიარნასონი (75. ტრაუსტასონი) - ფინბოგასონი, ბიოდვარსონი
შენიშვნა: კონოპლიანკამ ვერ გაიტანა პენალტი (83)
გაფრთხილება: კუჩერი - გუნარსონი, ფინბოგასონი
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-13 (5-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.

ფინეთი-კოსოვო 1:1
გოლები: 1:0 არაიური (18), 1:1 ვ. ბერიშა (60-პენ)
ფინეთი (3-1-4-2): ჰრადეჩკი - ლამი (65. რინგი), არაიური, მოისანდერი - ჰალსტი - რაიტალა, ლოდი (88. შულერი), ერემენკო, ურონენი - პუკი (73. ჰამალაინენი), პოჰიანპალო
კოსოვო (4-1-4-1): უჟკანი - პერდედაი, რაჰმანი, პნიში, პაქარადა - კრიეზიუ - რაშიცა, ვ. ბერიშა (93. მეჰა), ალუში, ბ. ბერიშა (81. ჰალიმი) - ბუნიაკუ (66. ცელინა)
გაფრთხილება: ერემენკო, ლამი - ალუში, კრეიზიუ
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 19-8; თამაშგარე: 19-8; კარში დარტყმა: 10-15 (3-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მომდევნო ტური
6 ოქტომბერი:
ისლანდია-ფინეთი, თურქეთი-უკრაინა, კოსოვო-ხორვატია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კოსოვოს ფიფაში გაწევრიანება ჩვენთვის არის ძალიან ცუდი ფაქტი!!!!
saakadze
12:10 06-09-2016
0
ისტორიული თუ ტოტალიზატორის ნაჩუქარი 1ქულა?
giorgi
11:48 06-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული