ფიფაში ეჭვობენ, რომ ზეპ ბლატერმა, ჟერომ ვალკემ და მარკუს კატნერმა 80 მლნ დოლარი მიითვისეს

AutoSharing Option
ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო პალატამ ახალი საქმე აღძრა ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის, ყოფილი გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკესა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ნამუშევარი მარკუს კატნერის წინააღმდეგ. ამის შესახებ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრესსსამსახური იუწყება.

სამივე პირს ქცევის საერთო წესების დარღვევა, მექრთამეობა და კორუფცია ბრალდება. ამასთან, კატნერს კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტზეც ედავებიან.

ჟურნალისტ რობ ჰარისის ცნობით, ფიფაში დაადგინეს, რომ ბლატერმა და მისმა ორმა ყოფილმა კოლეგამ ხუთი წლის განმავლობაში ბონუსებად, ჯამში 80 მლნ აშშ დოლარამდე თანხა ჩაიჯიბეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული