უეფამ ევრო 2020-ის ლოგოტიპი წარმოადგინა

AutoSharing Option
უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინიმ, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარემ გრეგ კლარკმა და ლონდონის მერმა სადიქ ხანმა ევრო 2020-ის ვიზუალური კონფეპცია და ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის, ლონდონის ოფიციალური ლოგოტიპი წარმოადგინეს. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.

ევრო 2020-ის ბრენდის ძირითადი ელემენტი ხიდია - ერთიანობის სიმბოლო. ცენტრში კი გამოსახულია ანრი დელონეს თასი და გახარებული გულშემატკივრები.

ევრო 2020 ევროპის ჩემპიონატის 60 წლის იუბილეს ემთხვევა და ტურნირის მატჩები ევროპის 13 ქალაქში ჩატარდება. ნახევარფინალებსა და ფინალს კი ლონდონის სტადიონი "უემბლი" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული