ტიაგოს ძმა რაფინია: ფესვები და არა მხოლოდ

AutoSharing Option
რაფინია ალკანტარა დო ნასიმენტო თანდათან, იმკვიდრებს ადგილს "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში. ეს იოლი გასაკეთებელი არ არის. ცხადია: ფეხბურთელს ნიჭი არ აკლია. მას რამდენიმე პოზიციაზე თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში და ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდის მის სარგებლიანობას.

არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ლამის დაბადებიდანვე იციან, რომ ფეხბურთელები გახდებიან. ასე იყო რაფინიას შემთხვევაში და უფრო გასაკვირი იქნებოდა, სხვანაირად რომ ყოფილიყო.

გახსოვთ მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატი? მაშინ ბრაზილიის ნაკრები და მისი ნახევარმცველი, მაზინიოც კარგად გემახსოვრებათ. სწორედ მისი შვილია რაფინია. რაფინიას ძმა ტიაგო ალკანტარა "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო,
ახლა კი "ბაიერნში" თამაშობს. თუ რაფინიამ სანაკრებო ასპარეზად ესპანეთი აირჩია, ჩვენი წერილის გმირი კი ბრაზილიის ნაკრების ღირსებას იცავს. რაფინიას ბიძაშვილია როდრიგო, ვინც ქომაგს "ვალენსიიდან" და "ბენფიკადან" ემახსოვრება.

რაფინია ბრაზილიაში, სან პაულოში დაიბადა. 13 წლის იყო ის, როცა "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიის კარი შეაღო. ამის შემდეგ იყო "ბარსას" მეორე გუნდი, მერე კი პირველ გუნდში გადასვლის დროც მოვიდა.

2011 წლიდან რაფინია "ბარსელონას" ძირითად გუნდში თამაშობს. მასზე მაღალი აზრის გახლდათ "ბარსას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა. "რაფინიას აქვს ნატიფი ტექნიკა და იცის, როგორ აკონტროლოს ბურთი. მას აქვს პოტენციალი, გახდეს "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი." - თქვა პეპმა ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ.

თავად რაფინია გვაედიოლას განსაკუთრებით უმადლის. "მან უდიდესი წვლილი შეიტანა ფეხბურთელად ჩემს ჩამოყალიბების საქმეში. "პეპის წვლილი პროდესიონალად ჩემს ჩამოყალიბების საქმეში უდიდესია. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან მასწავლა ფეხბურთის ყველა საიდუმლო." - მიიჩნევს ის.

რაფინია თავმდაბალი ადამიანია. მისი თქმით, ჯერ არაფრისთვის მიუღწევია ფეხბურთში. "23 წლის ვარ და უკვე დროა, "ბარსელონაში" ჩემი სიტყვა ვთქვა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სეზონი ერთ-ერთი გადამწყვეტია ჩემს კარიერაში. ლუის ენრიკეს მხრიდან ძალიან დიდ ნდობას ვგრძნობ.

ახლა ბევრია საუბარი იმის თაობაზე, რომ მე ძალიან ხშირად მიცვლიან ამპლუას, მაგრამ მე ყველაფრისათვის მზად ვარ. ფეხბურთში დღეს უნივერსალიზმს უდიდესი ფასი დაედო და ეს მშვენივრად მესმის.

გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, მზად ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშო. სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს,იმ ადგილას დავდგები." - ამბობს რაფინია.

ერთი სეზონის განმავლობაში ის "სელტაში" იყო განათხოვრებული, სადაც ერთ-ერთი ლიდერი და ძირითადის უცვლელი წევრი გახლდათ. გალისიურ კლუბში ის ლუის ენრიკეს ინიციატივით აღმოჩნდა. "ბარსელონას" ამჟამინდელი დამრიგებელი მშვენივრად იცნობდა რაფინიას შესაძლებლობებს კატალონიელთა მეორე გუნდიდან.

"სელტამ" ძალიან ბევრი გააკეთა ჩემთვის. როცა ამ გუნდში მივედი, ბევრს ეგონა, რომ თავს ზემოთ ავწევდი. მე ხომ "ბარსელონადან" მივედი იქ. არადა, ეს ხასიათში საერთოდ არ მიზის. ძალიან ბევრს ვშრომობდი და ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივრების ამხელა სიყვარული დავიმსახურე." - ყვება რაფინია.

მართალია, რაფინია ბრაზილიაში დაიბადა, მაგრამ ის ესპანეთში გაიზარდა. აქედან გამომდინარე, იცავდა ესპანეთის იუნიორთა ნაკრების ღირსებას, თუმცა საბოლოოდ მაინც ბრაზილიის დროშის ქვეშ თამაში არჩია.

ერთხელაც შეგახსენებთ, რომ მისი ძმა, ტიაგო ალკანტარა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელია. საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთში კიდევ არის ასეთი მაგალითები.

ჯერ ის ვერ გახდა ბრაზილიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობის მოთამაშე, მაგრამ ყველაფერი წინაა. რაფინია ამბობს, რომ არჩევანი ბრაზილიის სასარგებლოდ გულის კარნახით გააკეთა.

"ბრაზილიის ნაკრების მაისურით მინდორზე გასვლა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ქვეყნის ღირსებას ვიცავ. ესპანეთმა, როგორც ქვეყანამ, ბევრი გააკეთა ჩემთვის, მაგრამ თავს მაინც ბრაზილიელად ვგრძნობ." - ამბობს რაფინია.

რაფინიაზე საქებარ სიტყვებს არასოდეს იშურებდა ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი დუნგა. "მას შეუძლია, ბევრი ახალი შტრიხი შეიტანოს ბრაზილიის ნაკრების თამაშში. მე ვიტყოდი, რომ ის ჩვენი ფეხბურთის მომავალია." - ამბობდა ის.

მოკლედ, რაფინიას ყველაფერი წინ აქვს. ვნახოთ, რა როგორ იქნება მის კარიერაში. ფაქტია, ნიჭი არის, დანარჩენს უნდა დაველოდოთ.

დოსიე
რაფაელ ალკანტარა დო ნასიმენტო
დაიბადა: 1993 წ. სან პაულო (ბრაზილია)
ამპლუა: შემტევი ნახევარმცველი
კარიერა: 2011-დან - ბარსელონა; 2013/14 - სელტა (იჯარა)
ბრაზილიის ნაკრები: 2 თამაში, 1 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული