სულ სამი ბრალდებულია, მათ შორის, "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა ნაკრებში თანაგუნდელსა და მოძალადეებს შორის.
შეგახსენებთ, რომ ვალბუენას ფულს სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ინტიმური ხასიათის ვიდეოს გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
სწორედ ამ სკანდალის გამო ბენზემამ ზაფხულში ევროპის ჩემპინატი გამოტოვა და ვერ გახდა კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი.
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის შეფი ნოელ ლე გრე მიიჩნევს, რომ ბენზემას ნაკრებში თამაში მხოლოდ სასამართლოს დასრულების შემდეგ შეეძლება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"