ჩინეთს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

AutoSharing Option
ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ჩჟან ცზიანმა გამოთქვა სურვილი, მისმა ქვეყანამ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს.

მისი თქმით, ჩინეთს მუნდიალის ორგანიზება რაც შეიძლება სწრაფად სურს, მაგრამ ფიფას წესების თანახმად, 2026 წლისთვის ეს შეუძლებელი იქნება. მოგეხსენებათ, ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის კონფედერაციათა როტაციას ახორციელებს.

"თითოეულ ჩინელი გულშემატკივრის ოცნებაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. განაწესის თანახმად, ამის გაკეთება 2026 წელს ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამას მაქსიმალურად მალე შევძლებთ. პატივი უნდა ვცეთ ფიფას წესებს",- აქვეყნებს ზციანის ნათქვამს L'Equipe.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში 2018
წელს რუსეთი უმასპინძლებს, ხოლო 2022 წელს - ყატარი.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული