ფიფაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის 48-მდე გაზრდაზე ფიქრობს. ამის შესახებ მან ტელეარხ ESPN-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ჩვენი ამოცანა ფეხბურთის განვითარებაა. უკვე გამოვედი წინადადებით, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში უნდა ჩატარდეს, მონაწილე გუნდების რაოდენობა 40-მდე გავზარდოთ. თუმცა, ტურნირზე 48 ნაკრების დაშვებაც სავსებით შესაძლებელია".

სავარაუდოდ, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ფიფაში 2017 წლის იანვარში მიიღებენ. 2018 წლის მუნდიალის ფინალურ სტადიაზე კი, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, კვლავ 32 გუნდი ითამაშებს.

ინფანტინოს ჩანაფიქრით, მუნდიალის ახალი ფორმატი ასე უნდა შედგეს:
16 საუკეთესო გუნდი პირდაპირი წესით ჯგუფურ ეტაპზე ჩვეულებრივ მოხვდება, კიდევ 32 კი ჩემპიონატის სტარტის წინ, ტურნირის მასპინძელ ქვეყანაში პლეი ოფის რაუნდში ითამაშებს და 16 რჩეულს გამოავლენს. ამრიგად, ფინალური სტადიის ჯგუფურ ეტაპზე გუნდების რაოდენობა კვლავაც 32 იქნება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაგარი და სახალისო იქნება. საბჭოთა კავშირის დროს "ტყავის ბურთის" გათამაშებას დაამსგავსეთ მსოფლიო ჩემპიონატი. მაშინ თბილისის "ავაზა"ქუხდა სსრკ-ში და ვინ იცის იქნებ საქართველოს ნაკრებმაც იქუხოს ამ უბნების სპარტაკიადაზე.
.........
05 ოქტომბერი 2016 00:17
0
სახეზე არ ეტყობა ამ ინფანტილურ ინფანტინიოს რომ ვიღაც ფეხბურთში მოღვაწე ფულის ტომრების მარიონეტკაა. საერთოდ, დღეს ფეხბურთი ამაზრზენი გახდა. ფული და მხოლოდ ფული (როგორც ყველა სფეროში). ანუ, გასაგებია რომელი ღმერთი მართავს მსოფლიოს... ნუ დაბლოკავთ
realistic me
05 ოქტომბერი 2016 00:09
0
100 გუნდიანი გააკეთეთ იქნებ ჩვენც გავიდეთ
mmm
04 ოქტომბერი 2016 20:35
0
ნუ გააბანძებთ ბოლომდე ფეხბურთს რა 48 გუნდიანი გააფრინეთ საერთოდ?? ჯერ ხო ბიზნეს მაფიას დაამსგავსეთ ფეხბურთი სპორტის გარდა უკვე ყველაფერია ეხლა სულ დაასამარებთ ვატყობ 48 გუნდით
ბაბაია
04 ოქტომბერი 2016 19:21
0
ხოო... არ ყოფნით ჯეელებს მაყუთი! ბარემ 96 გუნდიანი გააკეთეთ! ვაი თქვენს პატრონს. შესარჩევი ჯგუფური ტურნირები აბა რისთვისაა?! ფულმა გააგიჟა ყველა. სადაა ფეხბურთი?! ეს მუტრუკობა და იქეთ აქეთ სირბილი ფეხბურთია?!
არჩილ ხოფერია
04 ოქტომბერი 2016 19:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული