მუნდიალი 2018. II ტურის წინ: ჰამბურგში, რევანშისთვის

AutoSharing Option
დღეს-ხვალ მუნდიალის შესარჩევი ციკლის II ტურის ბატალიები გაგრძელდება, კვირიდან კი უკვე III ტური იწყება. მართალია, ტურის მთავარი მატჩი უკვე იყო (იტალია-ესპანეთი), მაგრამ არც სხვა ჯახები დაიწუნება.

მაგალითად, ევროპის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი ბულგარეთის ნაკრებს მასპინძლობს; ბრძოლა იქნება ევრო 2016-ის ორ მონაწილეს, უნგრეთსა და შვეიცარიას შორისაც; დღეს მთავარი დაპირისპირება უდავოდ ბელგია-ბოსნიაა; ხვალ მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ჩეხეთს დაუხვდება და არც პოლონეთი-დანიის დაპირისპირება უნდა იყოს უინტერესო.

შაბათს მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიონზე" ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ბოლოს ეს ორი გუნდი 9 წლის წინათ, 2007 წელს შეხვდა
ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე - მარტში პრაღაში გერმანელებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ ოქტომბერში ჩეხებმა უდიდესი სენსაცია მოახდინეს, სიონკოს, პლაშილისა და მატეიოვსკის გოლებით 3:0 დაამარცხეს იოახიმ ლიოვის ნაკრები, თანაც, "ალიანც არენაზე". იმ შესარჩევ ციკლში ჩეხეთი პირველი ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, გერმანია კი - მეორე ადგილით.

აღვნიშნოთ, რომ "მანშაფტს" არ წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩი უკვე ზედიზედ 13 შეხვედრაა.

დღეს ბელგია ბრიუსელში ბოსნიას მასპინძლობს. რობერტო მარტინესის გუნდმა 3:0 გამარჯვებით დაიწყო კვიპროსთან. მეჰმედ ბაჟდარევიჩის ბოსნიამ კი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით (5:0) დაამარცხა ესტონეთის ნაკრები. ბელგიელებს აკლიათ ვენსან კომპანი, თომას ვერმალენი და კევინ დე ბრუინი. ბოსნია მეტოქეს იბიშევიჩისა და ჯეკოს წყვილით შეუტევს, ორივე შესანიშნავ ფორმაშია.

პარასკევი. 7 ოქტომბერი
A ჯგუფი
საფრანგეთი-ბულგარეთი 22:45
ლუქსემბურგი-შვედეთი 22:45
ჰოლანდია-ბელორუსი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბულგარეთი 1 1 0 0 4-3 3
2. შვედეთი 1 0 1 0 1-1 1
3. ჰოლანდია 1 0 1 0 1-1 1
4. საფრანგეთი 1 0 1 0 0-0 1
5. ბელორუსი 1 0 1 0 0-0 1
6. ლუქსემბურგი 1 0 0 1 3-4 0

B ჯგუფი
უნგრეთი-შვეიცარია 22:45
ლატვია-ფარერები 22:45
პორტუგალია-ანდორა 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 1 1 0 0 2-0 3
2. ლატვია 1 1 0 0 1-0 3
3. უნგრეთი 1 0 1 0 0-0 1
4. ფარერები 1 0 1 0 0-0 1
5. ანდორა 1 0 0 1 0-1 0
6. პორტუგალია 1 0 0 1 0-2 0

H ჯგუფი
ბელგია-ბოსნია 22:45
საბერძნეთი-კვიპროსი 22:45
ესტონეთი-გიბრალტარი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბოსნია 1 1 0 0 5-0 3
2. საბერძნეთი 1 1 0 0 4-1 3
3. ბელგია 1 1 0 0 3-0 3
4. გიბრალტარი 1 0 0 1 1-4 0
5. კვიპროსი 1 0 0 1 0-3 0
6. ესტონეთი 1 0 0 1 0-5 0

შაბათი. 8 ოქტომბერი
C ჯგუფი
აზერბაიჯანი-ნორვეგია 20:00
გერმანია-ჩეხეთი 22:45
ჩრ. ირლანდია-სან მარინო 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 1 1 0 0 3-0 3
2. აზერბაიჯანი 1 1 0 0 1-0 3
3. ჩეხეთი 1 0 1 0 0-0 1
4. ჩრ. ირლანდია 1 0 1 0 0-0 1
5. სან მარინო 1 0 0 1 0-1 0
6. ნორვეგია 1 0 0 1 0-3 0

E ჯგუფი
სომხეთი-რუმინეთი 20:00
ჩერნოგორია-ყაზახეთი 20:00
პოლონეთი-დანია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 1 1 0 0 1-0 3
2. პოლონეთი 1 0 1 0 2-2 1
3. ყაზახეთი 1 0 1 0 2-2 1
4. რუმინეთი 1 0 1 0 1-1 1
5. ჩერნოგორია 1 0 1 0 1-1 1
6. სომხეთი 1 0 0 1 0-1 0

F ჯგუფი
ინგლისი-მალტა 20:00
შოტლანდია-ლიტვა 22:45
სლოვენია-სლოვაკეთი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ
1. შოტლანდია 1 1 0 0 5-1 3
2. ინგლისი 1 1 0 0 1-0 3
3. სლოვენია 1 0 1 0 2-2 1
4. ლიტვა 1 0 1 0 2-2 1
5. სლოვაკეთი 1 0 0 1 0-1 0
6. მალტა 1 0 0 1 1-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული